» » » ხილის ტორტი ცხობის გარეშე - ეს გასტრონომიული სიამოვნებაა

ხილის ტორტი ცხობის გარეშე - ეს გასტრონომიული სიამოვნებაა

როცა სტუმრების გაოცება გინდათ, მაგრამ ღუმელთან ტრიალი გეზარებათ, დაგეხმარებათ ტორტი, რომელსაც ცხობა არ სჭირდება. შეგიძლიათ იგი უსასრულოდ ამზადოთ და მუდმივად შეცვალოთ ხილისა და კენკრის შემადგენლობა. დესერტი ყოველ ჯერზე ახალი გემოთი გაგაოცებთ.



ჟელესებრი ტორტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მომცრო ზომის ბისკვიტი ან კრეკერები, თუმცა, ჩვენი რედაქცია გირჩევთ ბისკვიტს. ამ შემთხვევაში, ტორტი გაცილებით ნაზი და ჰაეროვანი გამოვა.

ტორტი ცხობის გარეშე ხილით


ინგრედიენტები
  • 500 გ არაჟანი
  • 300 გ ხილი და კენკრა (თქვენი გემოვნებით)
  • 200 გ შაქარი
  • 30 გ ჟელატინი
მომზადება
  1. გამოიყენეთ მომცრო ჭურჭელი, ჟელატინს დაასხით ნახევარი ჭიქა წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათით.


  2. როცა ჟელატინი აფუვდება, მოათავსეთ იგი ორთქლის აბაზანაზე და ნელა მოურიეთ, სანამ იგი სრულად არ გაიხსნება.


  3. ღრმა თასში ათქვიფეთ არაჟანი და შაქარი(შაქრის კრისტალების სრულ გახსნამდე). არ მოეშვათ ათქვეფას, დაუმატეთ ჟელატინი თხელი ნაკადით არაჟანში.


  4. ღრმა თასში ჩააფინეთ საკვები ცელოფანი, ხილი გარეცხეთ, გათალეთ და დაჭერით წვრილ ნაჭრებად. ბისკვიტიც დაჭერით ნაჭრებად (ან დატეხეთ კრეკერები).


  5. ამ თასში მოათავსეთ ბისკვიტისა და ხილის ნაჭრები. შემდეგ მოასხით არაჟნის კრემი და დაახურეთ საკვები ფენა. მოათავსეთ დესერტი მაცივარში 2-3 საათით.


  6. დროის გასვლის შემდეგ გამოიღეთ ტორტი და გადააბრუნეთ ჭურჭელი ლამაზ თეფშზე. ბოლო შტრიხია საკვები ფენის მოცილება.

ტორტი მზადაა. შეგიძლიათ დაჭრათ და გემრიელად მიირთვათ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.