გზა წარმატებისკენ
- მცენარე გასხალით ზუსტად შერჩეულ დროს.
- ნუ მოჭრით ბევრ ტოტს.
- გაითვალისწინეთ თქვენი ჰორტენზიის ტიპის თავისებურებები.
ჰორტენზიის გასხვლის კლასიკური წესი
- დააკვირდით იმ ტოტებს, რომლებიც ყვაოდა. ამოარჩიეთ კეწეროსთან ყველაზე ახლოს განვითარებული ორი კვირტი და ტოტი ზუსტად მათ ზემოთ გადაჭერით, კვირტებიდან 6-7 მმ მანძილზე. თუ ტოტს ამ კვირტებს ქვემოთ გადაჭრით, სავარაუდოა, ტოტი მომდევნო წელს აღარ აყვავდეს.
- მცენარეს ყოველწლიურად მოაჭერით ძველი, განშტოებული ტოტები, რომლებიც სქელი, დახეთქილი მერქნით გამოირჩევა. შესაბამისად, ახალგაზრდა ტოტები ნაკლებად დატოტვილია. მცენარეს არასოდეს უნდა ჰქონდეს 4-5 წლის ტოტები.
- ბუჩქის შიგნით გამოხშირეთ ყველა ის ტოტი, რომლებიც ერთმანეთშია გადახლართული ან მიწას ედება. ასვეე მოჭერით გამხმარი ტოტებიც. სამუშაოს დასრულების შემდეგ ტოტები ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ მათში ახალი ყლორტების განვითარებისთვის საჭირო მზის შუქი კარგად აღწევდეს.