» » » როგორ დავყოთ ბალახოვანი პეონები

როგორ დავყოთ ბალახოვანი პეონები

მრავალწლოვან (ბალახოვან) და იტო-ჰიბრიდულ (მრავალწლოვნისა და ბუჩქოვანის ჰიბრიდა) პეონებს არ სჭირდება დაყოფა გასალამაზებლად. პირიქით, მთელი სიცოცხლის მანძილზე (თქვენი და პეონის) შეგიძლიათ, იქონიოთ ერთი და იგივე ძირი. მაგრამ შეიძლება დაგჭირდეთ პეონის გადარგვა (ბინის გამოცვლის, ბაღის გეგმის შეცვლის გამო). ასეთ შემთხვევაში, პეონის გასახარებლად, სასურველია მისი დაყოფა.



1 აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში გამოხშირეთ ფოთლები. თუ მიწა ძალიან მშრალია, მორწყეთ წინა დღეს. ამოიღეთ მცენარე ისე, რომ არ დაუზიანოთ გვირგვინი. გაურეცხეთ ფესვები და მოაშორეთ მიწა. ასე უკეთ დაინახავთ, რა ადგილას უნდა გადაჭრათ. გასუფთავებული ფესვები დასარბილებლად ჩრდილში გააჩერეთ რამდენიმე საათის განმავლობაში; ნაკლებად მტვრევადი გახდება და უფრო ადვილად და მეტი სიზუსტით გადაჭრით. კარგად დააკვირდით მცენარეს და მხოლოდ ისე გადაჭერით. ყოველ ახალ ამონაყარს, სულ ცოტა, სამი კვირტი უნდა ჰქონდეს.

2 კარგად გალესილი დანით იმუშავეთ ძალიან სწორ მაგიდაზე. ფრთხილად იყავით! დანა ყოველთვის მიმართული უნდა იყოს მაგიდისკენ, ან გარეთ, და არა თქვენკენ. დაყავით მანამდე, სანამ არ მიიღებთ თქვენთვის სასურველ რაოდენობას, თუმცა გადანაჭერი ტოტები არ უნდა იყოს ძალიან პატარა. პატარა ტოტებს მეტი დრო დასჭირდება გასახარებლად. მოაშორეთ დარბილებული და დამპალი ქსოვილები. ჩარგეთ ისე, რომ კვირტები მოექცეს ნიადაგიდან 5 სმ -ით მაღლა.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.