45 მლ-ის დასამზადებლად საჭიროა:
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ შიის კარაქი
- 1 ს/კ ქოქოსის ზეთი
- 1 ს/კ არგანის ზეთი
- 10 წვეთი როზმარინის ეთერზეთი
მომზადების წესი:
შეათბეთ კარაქი და ზეთები ერთად და დაადნეთ ორთქლის აბაზანაზე აცადეთ გაგრილება 30-40 წთ.
ხელის სათქვეფით ან ხელის ბლენდერით გამუდმებით თქვიფეთ, სანამ სქელი ნაღების ტექსტურას არ მიიღებთ.
დაამატეთ ეთერზეთი და აურიეთ. კოვზით გადაიტანეთ სტერილურ ქილაში და არ დაახუროთ თავსახური, სანამ არ გაგრილდება. შეინახეთ გრილსა და მშრალ ადგილას. ვარგისია 6 კვირამდე.
გამოყენების წესი:
ეს კონდიციონერი ძალიან მსუყეა, ამიტომ ბევრი არ დაგჭირდებათ, გააჩნია თმის სიგრძეს. შეიზილეთ თმაში. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თავის კანსა და ბოლოებს. შემდეგ შეიხვიეთ თმა თბილი პირსახოცით და გაიჩერეთ 30-60 წუთი ან მთელი ღამე. კონდიციონერის თმიდან მოსაცილებლად, შეიზილეთ შამპუნი თმაში თმის დასველებამდე, შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნი და კიდევ ერთხელ შეიზილეთ. გაიმეორეთ რამდენჯერმე, სანამ ზეთის კვალს არ ჩამოიშორებთ თმიდან.