ერიდეთ ყავას, ალკოჰოლის მიღებას, ვინაიდან ამ დროს მცირდება ვიტამინ B6 რაოდენობა. ერიდეთ ზედმეტ არასაჭირო მედიკამენტებს, ნარკოტიკებს და თამბაქოს.
მცენარეები ნაყოფიერების ასამაღლებლად
ქალებში ნაყოფიერების ასამაღლებლად უმეტესად მიმართავენ იმ მცენარეებს, რომლებიც აწესრიგებენ ჰორმონალურ ცვლას. ესენია: ხეპილპილა, ანგელოზა, დიოსკორეა, წაბლა, წყალმცენარე ფუკუსი.
მამაკაცებს ჰორმონალური ფონის მოწესრიგება შეუძლიათ შემდეგი მცენარეებით: ჟენშენით, დიოსკორეით, ფუკუსით.
ზოგიერთი მცენარე მატებს სიცოცხლისუნარიანობას და ახანგრძლივებს ახალგაზრდობას, ასეთებია მამაკაცებისთვის ანგელოზა, ქალებისთვის - ჟენშენი, დარიჩინი, კოჭა.
თუ სისუსტე, გამოფიტვა და სტრესი მოქმედებს ჰორმონალურ ფონზე და აქვეითებს სექსუალურ შესაძლებლობებს უნდა მიმართოთ ნერვული სისტემის გამამაგრებელ მცენარეებს, როგორიცაა: მუზარადა, გარჩეული შვრია, ბარამბო, ჟენშენი, ცოცხანა, დარიჩინი.
ამ მცენარეთა გამოყენებისას მიუმატეთ ღვიძლის სამკურნალო მცენარეები, რათა ორგანიზმი გაიწმინდოს შხამებისგან და მოწესრიგდეს ჰორმონალური ცვლა. ასეთი მცენარეებია: ბაბუაწვერას ფესვები, როზმარინის ან ღოლოს ფესვები.
ქალის ორგანიზმს მნიშვნელოვნად აძლიერებს, არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს და აღადგენს ნაყოფიერებას შემდეგი რეცეპტი:
თანაბარი რაოდენობით - მარმუჭი, ანგელოზა, კოჭა, დიოსკორეა და ჟოლოს ფოთლები, ნახევარი წილი ძირტკბილა. ეს ნარევი მიიღეთ რამდენიმე თვის განმავლობაში დღეში 3-ჯერ, სანამ არ აღდგება ენერგია და ციკლი არ ჩადგება ნორმაში.
რამდენიმე გამოცდილი რეცეპტი სექსუალური სისუსტისთვის:
გამხმარი ხურმა, კანგაცლილი ნუში, ფსტა და შაქარი თანაბარი რაოდენობით გატარდება ხორცსაკეპ მანქანაში, ჩაიზილება გათეთრებულ კარაქში. მიიღებთ ყოველ დილას ამ ნარევის 25 გრამს.
მამაკაცისათვის სექსუალური შესაძლებლობების აღსადგენად ხმარობენ აგრეთვე თეთრი ხახვის წვენს და ნედლ კოჭას თაფლთან ერთად. ხახვი უნდა დაიკეპოს წვრილად, დაემატოს თაფლი, გაჩერდეს ერთი ღამე. დილით მიღებული სითხე გადმოწურეთ და მიიღეთ ყოველ დღე, დღეში ორჯერ, სუფრის კოვზით.
მცენარეების სატაცურის, ულუმბოს, ნივრის, ნედლი ხახვის და ძირტკბილას სისტემატიური გამოყენება საჭმელად ააქტიურებს გამრავლების ორგანოებს და აუმჯობესებს მათ ფუნქციებს.