» » » სანამ სტუმრებს მაგიდასთან დასხამთ, ორცხობილებიც მომზადდება

სანამ სტუმრებს მაგიდასთან დასხამთ, ორცხობილებიც მომზადდება

მოულოდნელად მოვიდნენ მეგობრები, მაცივარში კი კეფირის გარდა არაფერი მოგეპოვებათ? არ იდარდოთ. მოამზადეთ უბრალო ორცხობილა კეფირით - ეს მარტივი და ძალიან სწრაფია. გემრიელი შაქრიანი ქერქი სასიამოვნოდ ხრაშუნობს და არაჩვეულებრივად უხდება რძეს, კომპოტს თუ ჩაის.
ახლა მთავარია დროულად გაჩერება. მიუხედავად იმისა, რომ ორცხობილა კეფირით მზადდება, იგი დიეტური არაა. ამიტომ მათთვის, ვინც ფიგურას უფრთხილდება, მისი მიღება ზომიერად შეიძლება.

ინგრედიენტები
  • 500 გ ფქვილი
  • 125 გ შაქარი
  • 2 ჭიქა კეფირი
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ.კ. სოდა, ლიმონმჟვით ჩამქრალი
  • შაქარი მოსაყრელად, გემოვნებით
  • დაფქული დარიჩინი გემოვნებით
მომზადება
  1. ათქვიფეთ კეფირი ზეთთან და შაქართან ერთად, კრემის კონსისტენციამდე.


  2. დაუმატეთ სოდა, ფქვილი და მოზილეთ ცომი.


  3. გააბრტყელეთ ცომი 0.5 სმ სისქეზე, მოათავსეთ გაზეთილ ფორმაზე, მოაყარეთ შაქარი და დარიჩინი.


  4. შედგით საცხობი ფორმა გაცხელებულ ღუმელში. ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 180 გრადუსს, რათა ორცხობილა არ დაიწვას. საკმარისი იქნება 15-20 წუთი, სანამ ისინი გაოქროსფერდება.

  5. დაჭერით და მიირთვით.

ორცხობილა ძალიან ნაზი, ფუმფულა და რბილი გამოდის. იგი მოეწონებათ როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს ყავასთან.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.