» » » ორცხობილა მაქსიმალურად სწრაფად - გიზიარებთ მის რეცეპტს

ორცხობილა მაქსიმალურად სწრაფად - გიზიარებთ მის რეცეპტს

ეს ორცხობილა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ტკბილეულია ჩემთვის. რეცეპტი ძალიან მარტივია, ინგრედიენტები - სულ ოთხი. ტკბილეული არასდროს რჩება თეფშზე დიდხანს, რადგან იგი უგემრიელესი და ნაზი გამომდის.

სწრაფი ორცხობილის რეცეპტი
ინგრედიენტები
  • 250 გ მარგარინი
  • 300 გ არაჟანი
  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 0.5 პაკეტი გამაფხვიერებელი
მომზადება
  1. ოთახის ტემპერატურის მარგარინი დახეხეთ, დაუმატეთ არაჟანი და გამაფხვიერებელი. კარგად მოურიეთ, შეაზილეთ ცომიც. იგი რბილი უნდა გამოვიდეს და არა წებოვანი.


  2. გააბრტყელეთ ცომი, რათა ორცხობილა არც ისე თხელი გამოვიდეს. ამოჭერით ფორმები.


  3. ახლა დაალაგეთ ორცხობილები საცხობ ფორმაზე და აცხვეთ 180-200 გრადუსზე. როგორც კი ოდნავ გაოქროსფერდება, ესე იგი, მზადაა.

გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.