ვაშლის სეზონი ახლახან გაიხსნა, ამიტომ იგი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ. დარწმუნებული ვარ, ერთი და იგივე ორცხობილა ყველას მობეზრდა.
საფუარიანი ვაშლის ღვეზელი
ინგრედიენტები
- 500გ ხორბლის ფქვილი
- 250მლ რძე
- 7გ მშრალი საფუარი
- 40გ კარაქი
- 30მლ მცენარეული ზეთი
- 70გ შაქრის პუდრა
- 0,5 ჩ.კ. მარილი
- 1 კვერცხი
ინგრედიენტები საკონდიტრო მასისათვის
- 200გ შაქარი
- 120გ კარაქი
- 150გ ხორბლის ფქვილი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
- 5 ვაშლი
- 30გ კარაქი
- 1 ჩ.კ. დარიჩინი
- 1 კვერცხი (ღვეზელზე მოსასხმელად)
მომზადება
- გაცრილ ხორბლის ფქვილს დაუმატეთ საფუარი, მოურიეთ.
- თბილ რძეში ჩაყარეთ შაქარი და მარილი, მოურიეთ. ჩაასხით ფქვილში რძის მასა, დამდნარი კარაქი და კვერცხი, კარგად მოურიეთ.
- თანდათან დაუმატეთ მცენარეული ზეთი და მოზილეთ ცომი ხელით 5-7 წუთის განმავლობაში. ცომი უნდა გამოვიდეს რბილი, გლუვი და ხელებს არ უნდა ეწებებოდეს.
- შეაახვიეთ ცომი ცელოფანში და გადადგით 1,5 საათით, ამოსასვლელად.
- გათალეთ ვაშლები, მოაშორეთ გული და დაჭერით რგოლებად. დაადნეთ ტაფაზე კარაქი, დაუმატეთ ვაშლი და თუშეთ 3-5 წუთი.
- შემდეგ დაუმატეთ დარიჩინი, მოურიეთ და აცადეთ გაგრილება.
- ცომზე წასასმელად დაგვჭირდება საკონდიტრო მასა (შტრუცელი). მის მოსამზადებლად შეურიეთ მაგარ კარაქს. ეს მასა დაუმატეთ ფქვილს და ხელებით შეზილეთ სანამ ნაწიბურებს არ მიიღებთ. შედგით მზა მასა მაცივარში.
- აიღეთ ასუქებული ცომი, დაჭერით 8 თანაბარ ნაწილად და მათგან მოამზადეთ ბურთულები. შეახვიეთ ცელოფანში და გააჩერეთ 5-7 წუტით.
- თითოეული მათგანი გააბრტყელეთ საცხობ ფორმაზე ოდნავ მომცრო ზომის რგოლად.
- აიღეთ საკონდიტრო მასა და თითოეული რგოლის ნახევარზე წაუსვით.
- გადაკეცეთ ცომი ისე, რომ შაქრის მასა ორ ფენას შორის აღმოჩნდეს.
- დაიტოვეთ ცოტაოდენი შტრუცელი ღვეზელის გასაფორმებლად, დანარჩენი კი თანაბრად ცაუსვით ნახევარრგოლებს.
- მომზადებულ ცომზე მოათავსეთ შიგთავსი. დაახვიეთ ცომი ისე, რომ ორი რულეტი-კონუსი მიიღოთ.
- წაუსვით საცხობ ფორმას კარაქი და დაალაგეთ კონუსები წვეტიანი მხარით ცენტრისკენ.
- დააფარეთ ფორმას ცელოფანი და გააჩერეთ 30-40 წუტით.
- ღუმელში შედგმამდე წაუსვით ღვეზელს კვერცხი და მოაყარეთ დარჩენილი შტრუცელი.
- გაახურეთ ღუმელი 150 გრადუსამდე და აცხვეთ ღვეზელი 40-50 წუთით.ღვეზელის მზაობა შეამოწმეთ ჩხირით.