» » » 2 კვერცხი, 1 ლიმონი, 200 მლ კეფირი: დესერტი, რომელმაც ყველა დიასახლისის გული დაიპყრო

2 კვერცხი, 1 ლიმონი, 200 მლ კეფირი: დესერტი, რომელმაც ყველა დიასახლისის გული დაიპყრო

ქალები, რომლებიც გახდომას ცდილობენ, შეეგუვნენ იმ ფაქტს, რომ ნამცხვრებსა და ორცხობილებზე უარი უნდა თქვან, თუმცა, აღმოჩნდა, რომ არსებობს დიეტა, რომლის დროსაც შეიძლება და საჭიროცაა ორცხობილის მირთმევა.



ამერიკელმა დიეტოლოგმა სენფორდ სიგალმა შეიმუშავა მიმზიდველი მეთოდი გახდომისთვის, რომელიც დაბალკალორიულ შვრიის ორცხობილაზეა დაფუძნებული. ორცხობილის რეცეპტი საიდუმლოა, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის საკუთარი რეცეპტებით ექსპერიმენტირებაში.



რჩევების რედაქცია გთავაზობთ არომატულ და დაბალკალორიულ ლიმონის ორცხობილას კეფირით. სრულმარცვლოვანი ფქვილი, დაფქული შვრია, უცხიმო კეფირი და სტევია შაქრის ნაცვლად - ამ ორცხობილის ყველა რეცეპტი იმ გათვლითაა შერჩეული, რომ არ ავნოთ საკუთარ ფიგურას.

კეფირის ორცხობილა
ინგრედიენტები
  • 1 ლიმონი
  • 100 გ სრულმარცვლოვანი ფქვილი
  • 100 გ დაფქული შვრია
  • 2 კვერცხი
  • 200 მლ უცხიმო კეფირი
  • 5 გ გამაფხვიერებელი
  • სტევია გემოვნებით
  • შაქრის პუდრა მოსართავად (სურვილისამებრ)
მომზადება
  1. შეურიეთ შვრია და ფქვილი, დაუმატეთ გამაფხვიერებელი და სტევია.
  2. ჩაასხით მიღებულ მასაში ჭიქა კეფირი და კვერცხი. კარგად ათქვიფეთ.


  3. ბლენდერში დააფქვიეთ ლიმონი კანთან ერთად და შეურიეთ ცომს.


  4. მოამზადეთ ცომისგან ბურთულები.


  5. თითოეულ ბურთულას მოაყარეთ შაქრის პუდრა და დაალაგეთ საცხობზე, რომელსაც პერგამენტი ექნება გადაკრული.
  6. აცხვეთ ორცხობილა 200 გრადუსზე, 15 წუთით.


  7. დაბალკალორიული და გემრიელი ორცხობილა მზადაა. გემრიელად მიირთვით!
თქვენ გაქვთ დიეტური დესერტების რეცეპტი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.