» » » ამ ბალზამის გამოყენების შემდეგ კანი გადატკეცილია და ჩვილის კანივითაა

ამ ბალზამის გამოყენების შემდეგ კანი გადატკეცილია და ჩვილის კანივითაა

ამ თეთრი თიხის შემცველი ბალზამით კანი შეგიძლიათ გაიწმინდოთ, დააწყნაროთ და უმკურნალოთ. ის აქერცლავს კანს და შესაბამისად, ნაზად აშრობს მკვდარ უჯრედებს. ზეითუნისა და ქოქოსის ზეთების კომბინაცია კანს წმენდს და ამავე დროს კვებავს. ამ ბალზამის გამოყენების შემდეგ კანი გადატკეცილია და ჩვილის კანივითაა. გერანი არა მარტო ვარდის არომატს სძენს ბალზამს, არამედ აწესრიგებს ცხიმის გამოყოფასაც, რაც მშრალი და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის ესოდენ მნიშვნელოვანია.

50 მლ-ის დასამზადებლად დაგჭირდებათ:

ინგრედიენტები:
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ/კ ქოქოსის ზეთი
  • 1/2 ჩ/კ ფუტკრის ცვილი
  • 1 ს/კ თიხა, თეთრი
  • 6 წვეთი გერანის ეთერზეთი

მომზადების წესი:
ორთქლზე შეათბეთ ზეთები და ცვილი. ცვილი რომ დადნება, გადმოდგით ცეცხლიდან.
დაუმატეთ თეთრი თიხა და კარგად მოურიეთ. მიღებული მასა გაგრილებას რომ დაიწყებს, დაუმატეთ ეთერზეთები.
ჩაასხით სტერილურ ქილაში. ბოლომდე გააგრილეთ (დაახლ. 1 საათით) და შემდეგ თავზე დაახურეთ. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. შენახვის ვადაა 3 თვე.
ამ ბალზამის გამოყენების შემდეგ კანი გადატკეცილია და ჩვილის კანივითაა

გამოყენების წესი:
პატარა, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ კანში. გაისუფთავეთ მარლის ან ფლანელის სუფთა ქსოვილითა და თბილი წყლით. თუ საჭირო გახდა, ბალზამს ტონიკი უნდა მიაყოლოთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.