ერთჯერადი გამოყენებისთვის დაგჭირდებათ:
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ მწვანე თიხა (ფხვნილი)
- 1 ს/კ გლიცერინი
- 1 ჩ/კ ლავანდის მცენარეული წყალი
მომზადების წესი:
მოათავსეთ თასში სამივე ინგრედიენტი ერთად.
ჩანგლის დახმარებით ეს ინგრედიენტები ერთმანეთს შეურიეთ ისე, რომ პასტისებური მასა მიიღოთ. პასტა ისეთი სისქის უნდა იყოს რომ მარტივად შეძლოთ სახეზე გადანაწილება ან ფუნჯით წასმა. თუ ნიღაბი თხელი გამოგივიდათ დაუმატეთ ცოტაოდენი თიხა. წაუსვით მომზადებისთანავე, ვიდრე თიხა გახმება.
გამოყენების წესი:
ნიღაბი უნდა წაისვათ ახლად გაწმენდილ სახეზე თითის ბალიშებით ან სუფთა ფუნჯით. თიხა მოარიდეთ თვალის მიდამოებს. გაიჩერეთ 10 წუთი, არ გაიშროთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და ნაზად შეიშრეთ პირსახოცის დადებით.