მჟავე ხასიათის კვების პროდუქტები საჭიროა გამოირიცხოს მთლიანად დიეტიდან: შაქარი და მისი შემცველი პროდუქტები, რძე, კვერცხი, თევზი, მურაბა, ძმარი, სანელებლები, წიწაკა, მაგარი ჩაი, ყავა, საკვები შემწვარი, ცხიმიანი, დამზადებული დიდი ხნისათვის.
ამასთან საჭიროა დაემატოს მტკივნეული ადგილების მასაჟი.
გირჩევთ რამდენიმე ხალხურ საშუალებას რევმატიზმისაგან თავის დასახსნელად, რომელიც აღებულია "სამკურნალოდ".
- კარგ საცობიან ბოთლში ჩაასხით 200 გრ ზეთისხილის ან მზესუმზირის ზეთი. დაამატეთ 10-15 ცალი წითელი წიწაკა და 200 გრ გაწმენდილი ნავთი. კარგად შენაჯღრიეთ, დააყენეთ 9 დღე თბილ ადგილას, ყოველდღიურად ანჯღრიეთ. ეს ნარევი შეიზილეთ ღამით. დილას საჭიროა ჩაიცვათ შალის თეთრეული და შალის წინდები.
- აიღეთ 200 გრ სითხის ტევადობის ბოთლი. ჩადეთ მასში ქაფურის ნაჭერი. დაასხით მეასედამდე სკიპიდარი, შეავსეთ მესამედი ზეთისხილის ან მზესუმზირის ზეთით, დანარჩენი ნაწილი - ღვინის სპირტით. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. შეიზილეთ სიმშრალემდე ძილის წინ და შეიხვიეთ რაიმე სუფთა შალით მთელი ღამე.
- 50 გრ ქაფური, 50 გრ მდოგვის ფხვნილი, 100 გრ სპირტი, 100 გრ კვერცხის ცილა. მომზადების წესი: სპირტი დაასხით ლამბაქზე, გახსენით მასში ქაფური, ჩაყარეთ ხსნარში მდოგვი, გახსენით ისიც. ცალკე ათქვიფეთ ცილა, შემდეგ შეურიეთ დანარჩენ შემადგენლობას.
მკურნალობის მეთოდი: საღამოს ძილის წინ შეიზილეთ ეს მალამო, მაგრამ არა სიმშრალემდე, რომ დარჩეს ფენა. შემდეგ მშრალი ჩვრით გაიწმინდეთ.