რევმატიზმის მკურნალობა ხალხური რეცეპტებით:
- ავიღოთ რბილი ჩვარი. იმხელა, რომ ავადმყოფს მტკივნეული ადგილი ( ხელი, ფეხი და ა.შ) შევუხვიოთ. დავასველოთ ეს ჩვარი კარგი ხარისხის ნავთში, დავადოთ მტკივნეულ ადგილას, ზედ შემოვიხვიოთ სქელი პირსახოცი და დავამაგროთ ქინძისთავებით.
მცირე ხნის შემდეგ ავადმყოფი კანის ძლიერ წვას იგრძნობს. თუ ტკივილი თითქმის აუტანელია, საჭიროა პირსახოცი ოდნავ მოვუშვათ, არ მოვხსნათ. სეანსი უნდა გაგრძელდეს 30 წუთიდან ორ საათამდე. პირსახოცის და ნავთიანი ჩვრის მოხსნის შემდეგ, რეკომენდებულია იმ ადგილებზე, სადაც ნავთიანი ჩვარი გვედო, ვაზელინის წაცხება. ეს უდიდესი სიფრთხილით უნდა გაკეთდეს, რომ ავადმყოფს კანი არ აძვრეს, ან არ აექერცლოს. - არყის ხის კვირტების ნაყენი მზადდება არაყზე ან სპირტზე. მას იყენებენ დასაზელად. ზოგჯერ, მსგავსი სახეობის ნაყენი, მცირე დოზით შეიძლება დავლიოთ კიდეც. არყის ხის კვირტების ნაყენს ზოგჯერ მდუღარე წყალზეც ამზადებენ. ტოვებენ მცირე ხნით ჩაიდანში და ავადმყოფი სვამს როგორც ჩაის, რომ ოფლიანობა დაეწყოს.
- სადილის კოვზ გამხმარ და დამჭკნარ იასამნის ყვავილს დაასხით 10 გრ სპირტი და დააყენეთ 10 დღე-ღამე. ამის შემდეგ დაიწყეთ მიღება დღეში სამჯერ 30 წვეთი ათი დღის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში კურსი შეიძლება გაიმეოროთ სამჯერ, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით შეანაცვლეთ 10 დღე მიღება და 10 დღე დასვენება.
- სამკურნალო აბაზანა ხელებისა და ფეხებისათვის - აიღეთ 50-50 გრ ჭინჭარი, კრაზანა, მრავალძარღვა და კალენდულა, შეურიეთ, ნარევის ორი სუფრის კოვზს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე. დააყენეთ 20 წუთი, გაწურეთ და დაუმატეთ ჯამში ჩასხმულ თბილ წყალს. ჩაყავით მასში ხელები და ფეხები 15-20 წუთის განმავლობაში. ჩაიტარეთ ეს პროცედურები დღეგამოშვებით. სამკურნალო კურსი 7-10 პროცედურაა.
- სუფრის კოვზ ახლადმოკრეფილ ნიახურის ფესვებს დავასხათ ჭიქა მდუღარე წყალი. დავაყენოთ ოთხი საათის განავლობაში მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში. ცოტა ხნის შემდეგ გავწუროთ. მივიღოთ 3-4-ჯერ დღეში 2-2 სუფრის კოვზი 30 წუთით ადრე ჭამამდე. იგივე შემადგენლობა შეიძლება ცივ წყალში დავაყენოთ ოთხი საათის განმავლობაში და მივიღოთ 1/4 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე.