ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით, რეკომენდებულია დიეტა, რომელშიც შედის შეუცვლელი ამინომჟავა-ლიზინის შემცველი პროდუქტები. კლინიკური გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ ლიზინი აფერხებს ვურუსული ინფექციის აქტივაციას, ყოველდღიურად 128 მგ ლიზინის მიღება თითქმის 2,5 - ჯერ დაბლა წევს ჰერპესული ინფექციის რეციდივებს.
ცნობილია მთელი რიგი პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ლიზინს და აქედან გამომდინარე, ხელს უშლიან ჰერპესული გამონაყარის წარმოქმნას. ასეთ პროდუქტებს მიეკუთვნება რძის პროდუქტები, ხორცი, ქათამი, თევზი. სხვა პროდუქტები განაპირობებენ ტკივილის შემცირებას და წყლულების სწრაფ შეხორცებას. გარდა ამისა, ეს პროდუქტები დიდი რაოდენობით შეიცავენ C ვიტამინს და თუთიას. ორგანიზმზე მსგავსი ზემოქმედების პრეპარატებია ჩაის ხის ზეთი და ლიმონის ბალზამი.
შოკოლადი, თხილი, ბურღულეული კი პირიქით, იწვევს ჰერპესის გაწვავების პროვოცირებას, რადგან ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ არგინინს (ამინომჟავა, რომელიც ხელს უშლის ჰერპეს-ვირუსის "გაღვიძებას").
ჰერპესული ინფექციის არსებობის დროს სასურველია გავითვალისწინოთ გარკვეული რეკომენდაციები საკვები პროდუქტების არჩევისას და მათი მომზადებისას.
- ავრთოთ საკვებ რაციონში რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული.
- უარი ვუთხრათ ცხიმიან საკვებს.
- შევამციროთ შაქრის, შოკოლადის და ტკბილი გაზიანი სასმელების მიღება, რომელიც კოფეინს შეიცავს.
- შევამციროთ მარილის, სპირტიანი სასმელების, არაქისის, მზეუმზირას მოხმარება.
- ყოველდღე დალიეთ არანაკლებ 1-1,5 სითხე ( გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ან თირკმლის უკმარისობისას, კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან).
- დაიცავით ბალანსი დიდი რაოდენობით ამინომჟავების (ხორცის კერძი) და ბუნებრივი ტუტეების (ბოსტნეულის, ხილის კერძები) შემცველ კერძებს შორის. ბალანსის დარღვევა იწვევს ჰერპესის რეციდივებს, ამიტომ მჟავე კერძები შევანაცვლოთ ხოლმე ტუტე კერძებს.
ბოლო პერიოდში ბევრს წერენ იმის შესახებ, რომ იმუნიტეტის გაძლიერების მიზნით, გრიპის ეპიდემიის პერიოდში სასურველია განსაკუთრებით დიეტა. რაციონი უნდა შეიცავდეს ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ანტისხეულების გამომუშავებას და ამასთანავე მდიდარია მიკროელემენტებით და ვიტამინებით. შეუზღუდავად შეიძლება მივიღოთ ხილი და წვენები, ხოლო რაც შეეხება შემწვარ კერძებს, შაქრის შემცველ პროდუქტებს და ალკოჰოლს - უმჯობესია გამოვრიცხოთ საკვები რაციონიდან. ასეთი დიეტის ხანგრძლივობა 1-2 კვირაა.
ყოველდღიური მენიუს შედგენისას სასურველია გამოვიყენოთ შემდეგი პროდუქტები: - ძროხის უცხიმო ხორცი, თევზი, ქათმის ხორცი, ზღვის პროდუქტები;
- რძემჟავე პროდუქტები, ყველი;
- ბოსტნეული ( სტაფილო, კომბოსტო, გოგრა, ყვავილოვანი კომბოსტო, ხახვი, ნიორი);
- ხილი (ციტრუსი, ვაშლი, ბანანი, კივი), ქიშმიში, გარგარის ჩირი;
- კენკროვანი ხილი (შავი მოცხარი, ქაცვი, შტოში, ჟოლო);
- ნიგოზი, გოგრის თესლი;
- წიწიბურას, შვრიის ბურღული;
- ახალი და ხმელი სოკო;
- სანელებლები (პირშუშხა, მდოგვი).