ბირკავას ზეთისგან მომზადებული საშუალება მტვრევადი თმებისთვის
ინგრედიენტები:
- ბირკავას ზეთი - 20 მლ
- თევზის ქონი - 10 მლ
- შამპუნი - 10 მლ
- 1 კვერცხის გული
- ლეციტინი - 5 გრ
მომზადების და გამოყენების წესი:
ბირკავას და თევზის ზეთი გავაცხელოთ წყლის აბაზანაზე. კვერცხი ავთქვიფოთ შამპუნთან ერთად, დავუმატოთ ლეციტინი და შევურიოთ ზეთს. წავისვათ მომზადებული მასა თავის კანზე ბამბის ტამპონით, შემოვიხვიოთ ბამბის ქსოვილი, დავიხუროთ ცელოფნის ქუდი და შემოვიხვიოთ პირსახოცი. გავიჩეროთ 20 წთ. ჩამოვიბანოთ ცხელი წყლით და დავიბანოთ შამპუნით. პროცედურა ტარდება კვირაში ერთხელ. მკურნალობის კურსი - 1 თვე.
ბირკავას ძირებისგან და ზეითუნის ზეთისგან მომზადებული საშუალება
ინგრედიენტები: - ბირკავას ძირები - 20 გრ
- ჭინჭრის ძირები - 20 გრ
- ხახვი - 100 გრ
- ზეითუნის ზეთი - 300 მლ
მომზადების და გამოყენების წესი:
ნედლეული გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დავუმატოთ წვრილ სახეხზე გახეხილი ხახვი და ზეითუნის ზეთი. დავაყენოთ ბნელ გრილ ადგილას 14 დღე, შემდეგ გავწუროთ.
წავისვათ მომზადებული მასა თავის კანზე და თმის ძირებზე ბამბის ტამპონით, დავიხუროთ ცელოფნის ქუდი, შემოვიხვიოთ პირსაცოხი, გავიჩეროთ 30 წთ და ჩამოვიბანოთ თბილი წყლით და დავიბანოთ შამპუნით. პროცედურა კეთდება კვირაში ერთხელ. მკურნალობის კურსი 1 თვე.