» » » ჯიბლიბოს სამკურნალო ეფექტური და მარტივი შვიდი საშუალება

ჯიბლიბოს სამკურნალო ეფექტური და მარტივი შვიდი საშუალება

ცნობილია, რომ ჯიბლიბო ქუთუთოს კიდეზე ჩნდება თვალების გაციების შედეგად, განსაკუთრებით ცივი ქარის შემთხვევაში. გარდა ამისა, ჯიბლიბოს განვითარებას ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ანემია, ავიტამინოზი, ჰიგიენური წესების დარღვევა (თვალების გაწმენდა ჭუჭყიანი ხელებით ან პირსახოცით). გაგიზიარებთ ჯიბლიბოს საწინააღმდეგო რამდენიმე საშუალებას.

  • როგორც კი ქუთუთოს კიდეზე შეამჩნევთ მტკივნეულ შეწითლებულ შეშუპებას, მაშინვე დაიდეთ ცხელი, სველი საფენი ან გვირილას ნახარშში დასველებული თბილი კომპრესი. ასეთივე პროვედურა ჩაიტარეთ მეორე თვალზეც, რადგან ადვილი შესაძლებელია პროცესი მეორე თვალზე გადავიდეს.

  • პერიოდულად დაიდეთ ჯიბლიბოზე ქერის ნახარში (ქერის მარცვლებიანი მარლის ტომსიკით).

  • ორივე თვალი გამოირეცხეთ ჩაის ნაყენით ან კრაზანას ნახარშით.

  • დაავადებულ ქუთუთოზე გარედან წაისვით გაწმენდილი ნივრის კბილი 2-3 დღის მანძილზე ისე, რომ არ მოხვდეს თვალის ლორწოვან გარსზე.

  • მიიდეთ თვალზე მოხარშული თბილი კევრცხი (ნაჭუჭით ან გაფცქვნილი) სანამ კვერცხი არ გაცივდება.

  • 100 გრ ფუნთუშის ან ბატონის გულს დავუმატოთ 200 მლ რძე, დადგით დაბალ ცეცხლზე 10-15 წთ, მიღებულ მასას შეურიეთ მრავალძარღვას გამხმარი ფოთლებისგან მომზადებული ფხვნილი. ეს მასა (თბილი) მოათავსეთ მარლის ტომსიკებში და დაიდეთ თვალებზე.

  • დიდი მნიშვნელობა აქვს იმუნიტეტის აწევას - ჯიბლიბოს ჯანსაღი ადამიანი არ უყვარს.

სპეციალისტის კომენტარი:

მოწოდებულ რეცეპტებში გამოყენებულია უკვე ნაცნობი მცენარეები. ვისაუბროთ დანარჩენებზე.

კრაზანა. შეიცავს მრავალ სასარგებლო ნივთიერებებს: ფლავონოიდური შენაერთები (რუტინი, კვარცეტინი), ასკორბინის და ნიკოტინის მჟავები, საპონინები, კაროტინი, ქოლინი, ფიტონციდები, ეთერზეთები, მთრიმლავი ნივთიერებები, ფისი და სხვ. ასეთი სასარგებლო ნივთიერებების არსებობის გამო კრაზანა ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების მკურნალობაში. იყენებენ როგორც ანტიბაქტერიულ, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენ, შემკვრელ და ნაღველმდენ საშუალებას.

ნიორი მდიდარია ფიტონციდებით, რაც განაპირობებს მის მადეზინფიცირებელ ეფექტს. საჭიროა გვახსოვდეს მისი გამაღიზიანებელი მოქმედების შესახებაც, განსაკუთრებით თვალის ლორწოვან გარსზე მოხვედრისას.

მოხარშული კვერცხის სითბური ეფექტი ხელს უწყობს ჯიბლიბოს სწრაფ მომწიფებას და ჩირქგროვის გახსნას. თუ ამ პროცედურას დროულად დავიწყებთ, შესაძლებელია ანთებითი პროცესი ჩაქრეს.

მრავალძარღვას იყენებენ როგორც ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკურ საშუალებას. იგი ადგილობრივად გამოყენებისას აჩქარებს ჭრილობიდან ჩირქის გამოსვლას და შეხორცებას. მრავალძარღვას ახალი ფოთლები, და განსაკუთრებით მისი წვენი, ეფექტური ბაქტერიოსტატიკური წამალია, რომელიც ჭრილობების პათოგენურ მიკრობებზე მოქმედებს (ჰემოლიზურ სტრეპტოკოკზე, სტაფილოკოკზე, პროტეუსზე, ნაწლავის ჩხირზე).
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.