» » » ალოეს ტყუილად არ ეძახიან ექიმს ფანჯრის რაფიდან. ბებიას რეცეპტები ჯიბლიბოს სამკურნალოდ

ალოეს ტყუილად არ ეძახიან ექიმს ფანჯრის რაფიდან. ბებიას რეცეპტები ჯიბლიბოს სამკურნალოდ

ხალხური მედიცინა საკმაოდ ბევრ რეცეპტს ფლობს ჯიბლიბოს სამკურნალოდ.
ჩემი გოგონა სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით ფოტოგადაღებისთვის ემზადებოდა და აი, უცებ... ჯიბლიბო! სამი დღე იყო დარჩენილი, რა უნდა გვექნა? გვიშველა ხალხური მკურნალობის რეცეპტებმა. გარდა ბალახებისა, ჯიბლიბოს მკურნალობისას, აუცილებელია მშრალი სითბო, სულფაცილ ნატრიუმის ხსნარი, ვერცხლისწყლის მალამო. არ დაგვავიწყდეს მარტივი წესი - თუ ჯიბლიბო ერთ თვალზე გვაქვს, აუცილებელია მეორე თვალის მკურნალობა, რათა თავიდან ავიცილოთ მეორე თვაზე ანთების განვითარება.

  • კორდისკბილას გამომშრალი ბალახი დავაქუცმაცოთ, დავასხათ 1 ს/კ ბალახს 200 მლ წყალი, გავაჩეროთ წყლის აბაზანაზე 10 წთ, შემდეგ დავაყენოთ 30 წთ და გავწუროთ. ნახარში კომპრესის და საფენებისთვის გამოვიყენოთ.

  • გულყვითელას ნაყენი საფენებისთვის: 1 ს/კ ყვავილს დავასხათ 200 მლ მდუღარე წყალი, დავაყენოთ 1 სთ და გავწუროთ. ნაყენი აბაზანების და საფენებისათვის გამოვიყენოთ. საფენი 15 წთ-ით გავიჩეროთ ანთებით თვალზე. პროცედურა დღეში 2-3-ჯერ გავიმეოროთ.

  • ალოეს ტყუილად არ ეძახიან ექიმს ფანჯრის რაფიდან. მისი წვენი ჯიბლიბოს სამკურნალოდაც გამოიყენება - 1 ჩ/კ ალოეს წვენს დავუმატოთ 100 მლ ცივი ანადუღარი წყალი, დავაყენოთ 8 სთ. დავიდოთ თვალებზე ნარევში დასველებული საფენები 20 წთ-ის ხანგრძლივობით.

სპეციალისტის კომენტარი:

კორდისკბილა თვალის სხვადასხვა დაავადებების მკურნალობაში გამოიყენება.
ალოეს წვენის, როგორც გარეგანი საშუალების გამოყენება განპირობებულია მისი ბაქტერიოციდული თვისებების გამო. ის მომაკვდინებლად მოქმედებს ისეთ მიკრობებზე, როგორიცაა სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი. ალოეს ფოთოლში არსებული ბიოსტიმულატორები აძლიერებენ უჯრედებში ცვლითი პროცესების მიმდინარეობას, ხელს უწყობენ ჭრილობის შეხორცებას. ალოეს პრეპარატები წარმატებით გამოიყენება იფთალმოლოგიაში.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.