- სამკურნალო კვერი. მის მოსამზადებლად საჭიროა 1 ს/კ გვირილას ყვავილი, 1 ჩ/კ დანაყილი სელის თესლი, 1 ს/კ ჭვავის ან შვრიის ფქვილი, 200 მლ რძე. გვირილას ყვავილს დავასხათ რძე და დავდგათ ნელ ცეცხლზე 5 წთ-ით, დავაყენოთ 30 წთ და გავწუროთ. დანაყილ სელის თესლს დავასხათ მომზადებული ნახარში, დავუმატოთ ფქვილი და მოვიზილოთ მაგარი ცომი კვერისათვის. მარლაში გახვეული თბილი კვერი დავიდოთ ანთებით თვალზე 10-15 წთ-ით.
- გვირილას და სალბის ნაყენი. 1 ჩ/კ გვირილას ყვავილს და სალბის ბალახს დავასხათ 300 მლ მდუღარე წყალი. შეფუთული დავაყენოთ 30 წთ და გავწუროთ. ამ ნაყენში დასველებული ტამპონი 15-20 წთ-ით დავიდოთ მტკივნეულ თვალზე.
- დაფნა შეიძლება გამოვიყენოთ არა მარტო როგორც სანელებელი, არამედ როგორც სამკურნალო საშუალებაც. დაფნას დიდი ხანია იყენებს ხალხური მედიცინა სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.
- ავიღოთ დაფნის 6-7 ფოთოლი, დავაქუცმაცოთ, დავასხათ 100 მლ წყალი და წამოვადუღოთ. შეფუთული დავაყენოთ 1 სთ და გავწუროთ. მივიღოთ 1/4 ჭ 2-ჯერ დღეში.
- კოჭას ნაყენი კარგია ქრონიკული ჯიბლიბოს დროს. შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ახალი (გახეხილი), ისე გამხმარი (ფხვნილი) კოჭა. შეიძლება დავლიოთ ჩაის სახითაც.
სპეციალისტის კომენტარი:
აქ ჩამოთვლილია ის კომპონენტები, რომლებიც ებრძვიან ინფექციას და ამცირებენ ანთებით პროცესს. რაც შეეხება კვერს, ის დიდხანს ინარჩუნებს მცენარეების სამკურნალო მოქმედებას და სითბოს.
კოჭას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება, ამიტომ მისი ჩაი ძალიან ეფექტურია პირის ღრუს დაავადებებისას (ანგინა), გაციებისას, გრიპის დროს და სხვა ბაქტერიული თუ ვირუსული ინფექციებისას. ასევე რეკომენდებულია ჯიბლიბოს კომპლექსურ მკურნალობაში.
დაფნის ფოთოლი დიდი რაოდენობით შეიცავს ფიტონციდებს, რის გამოც წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა ანთებით დაავადებების მკურნალობაში და იმუნიტეტის აწევის მიზნით. დაფნის ზეთიან ექსტრაქტს იყენებენ ჭრილობების, რევმატიზმის და ჰერპესის სამკურნალოდ.