» » » შინ მომზადებული გამომშრალი ხორცი - ინახება დიდხანს, მაგრამ არა ჩვენს ოჯახში

შინ მომზადებული გამომშრალი ხორცი - ინახება დიდხანს, მაგრამ არა ჩვენს ოჯახში

ბევრ ადამიანს სურს, მაღაზიის ძეხვის შეცვლა ისეთი პროდუქტით, რომელიც არ შეიცავს საღებავებს, კონსერვანტებსა და სხვა ქიმიურ დანამატებს. ერთ-ერთი ასეთი ნატურალური პროდუქტია გამომშრალი ხორცი.



კარგი ხორცის ნაჭრის შეძენა და მისი მომზადება საკუთარი ხელებით - იქნებ ასე აჯობებდა? შინ მომზადებული გამომშრალი ხორცი - ასი პროცენტით ნატურალურია მაღაზიის დელიკატესებისგან განსხვავებით. მას უფრო დიდი ხნის შენახვის ვადა აქვს, ღირს უფრო იაფი, ვიდრე ნაყიდი ძეხვი ან ფარში.



ასეთ პროდუქტს შეგიძლიათ ნებისმიერი გემო მისცეთ: მსუბუქი, შეზავებული, ცხარე. ჩვენ გთავაზობთ დაწვრილებით რეცეპტს მის მოსამზადებლად და რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოამზადოთ იგი სწორად საშინაო პირობებში.

გამომშრალი ხორცი
იმისათვის, რომ ხორცი ლამაზად გამოიყურებოდეს გაჭრისას და ძალიან არ გამოშრეს, შეიძინეთ მის მოსამზადებლად ღორის კისერი. ეს რეცეპტი მომთმენი გურმანებისთვისაა, თუმცა შედეგი ლოდინად ღირს: დელიკატესის მიმართ ერთსულოვანი არავინ ყოფილა.

ინგრედიენტები
  • 2 კგ ღორის ხორცი
  • 500 გ მარილი
  • 2 ჩ.კ. წიწაკების ნარევი
  • 2 ჩ.კ. ქინძის თესლი
  • 4 გ ბეგქონდარა
  • 4 გ როზმარინი
  • 5 დაფნის ფოთოლი
მომზადება
  1. გარეცხეთ ხორცის ნაჭერი და გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცით. მოაშორეთ ხორცს მთელი ჭარბი ქონი.


  2. დააფქვიეთ დაფნის ფოთლები და ქინძი, შეურიეთ ბეგქონდარასა და როზმარინს. მოაყარეთ ხორცს წიწაკა და შეაზილეთ სანელებლები ორივე მხარეს.


  3. მოათავსეთ ხორცი კონტეინტერში, მოაყარეთ მარილი ყველა მხრიდან და შედგით მაცივარში ორი დღით.


  4. პერიოდულად გადააბრუნეთ ხორცი, რათა იგი კარგად შემარილდეს.
  5. 2 დღეში გამოიღეთ ხორცი მაცივრიდან, გარეცხეთ გამდინარე წყალში და გააშრეთ ხელსახოცით.
  6. ხელმეორედ შეაზილეთ ხორცს სანელებლების ნარჩენები, უკვე მარილის გარეშე. შეახვიეთ სუფთა, მშრალ მარლაში და დაკიდეთ მაცივარში ან სხვა განიავებულ, გრილ ადგილას 2 კვირით.


  7. თუ ხორცს მაცივარში აშრობთ, აუცილებელია დღეში ორჯერ გადაბრუნება.

გამომშრალი ხორცი მზადაა, გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.