სახლში მოშუშული ხორცის რეცეპტი
ვფიქრობ, უკვე ყველას დაავიწყდა როგორი გემო უნდა ჰქონდეს ნამდვილ მოშუშული ხორცის კონსერვს, რადგან დაკონსერვებულ ხორცს, რომელიც მაღაზიებში იყიდება, ხორცს ძნელად თუ ვუწოდებთ.
ხორცის კონსერვის თავად მომზადება რთული არაა. ამისთვის სპეციალური მოწყობილობა არ გჭირდებათ, მხოლოდ ღუმელი და 0.5 ან 0.7 ლ მინის ქილა საკმარისი იქნება.
რედაქციის რჩევა
მოშუშული ხორცი გემრიელი რომ გამოვიდეს ახალი, უცხიმო ხორცი აიღეთ. მისი შემადგენლობა ოდნავ შეგიძლიათ ღორის ქონით გაჟღინთოთ, მაგრამ ზომიერად. ეს შენახვის ხანგრძლივობას გაზრდის და კერძს გემოს შემატებს.
ინგრედიენტები
- 1 კგ ხორცი
- 0.5 კგ ქონი
- 1 ს/კ მარილი
- 1-2 დაფნის ფოთოლი ქილისთვის
- 5-6 წიწაკა ქილისთვის
- შავი დაფქვილი პილპილი გემოვნებით
მომზადება
- პირველ რიგში გამდინარე წყალში ხორცი კარგად გარეცხეთ და ქაღალდის სალფეთქით კარგად გაამშრალეთ.
- ხორცს კანი მოაჭერით და დაჭერით დიდ ნაჭრებად 6-7სმ ფართობის. ღრმა ჭურჭელში მოათავსეთ, დაამატეთ მარილი და დაფქვილი პილპილი გემოვნებით.
- ყველაფერი კარგად აურიეთ, რომ თითოეულმა ნაჭერმა თავისი წილი მარილი და პილპილი მიიღოს. თავზე დაახურეთ და დაამარინადეთ ერთი საათით.
- მინის ქილები სწორად უნდა მოამზადოთ. ამისთვის გარეცხეთ, შემდეგ კი სტერილიზაცია გაუკეთეთ. სტერილიზაციის სხვადასხვა მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგ., სუფთა მშრალი ბანკები მიკროღუმელში 3 წუთით მოათავსეთ.
- ქილებში 1-2 დაფნის ფოთოლი, წიწაკა ჩადეთ, შემდეგ კი ხორცი ბოლომდე კარგად ჩადეთ.
- ხორცი ქილას 2-3სმ-ით ქვემოთ უნდა ავსებდეს, რომ დახურვის შემდეგ, არ გადმოიღვაროს. დაზღვევის მიზნით ღუმელში დადგით ტაფა და ცოტა წყალი დაასხით. ქილებში რკინის თავსახურები დააფარეთ, რომლისგანაც წინასწარ რეზინები უნდა ამოიღოთ და ცივ ღუმელში უნდა მოათავსოთ.
- ღუმელი 250 გრადუსამდე გააცხელეთ. როცა ხორცი ადუღდება, ტემპერატურა 150 გრადუსამდე დასწიეთ და მოთუშეთ კიდევ 3 საათი. ხორცი უნდა დნებოდეს.
- სანამ ხორცი მზადდება, დაჭერით ქონი პატარა ნაჭრებათ და ტაფაზე მოათავსეთ. ცხიმი დაბალ ცეცხლზე გაადნეთ. მზა ხორცს გამდნარი ცხიმი ზემოდან მოასხით.
- აიღეთ ქილები (არ დაგავიწყდეთ, რომ ისინი ცხელია). რეზინები კვლავ სახურავებს გაუკეთეთ. დაახურეთ. ქილები ამოატრილეთ და თბილად შეფუთეთ, სანამ ბოლომდე არ გაგრილდება.
10. ყველაზე გემრიელი მოშუშული ხორცი მზადაა!
სახლის პირობებში მომზადებული მოშუშული ხორცის კონსერვი ინახება მაცივარში 6 თვით. ის კი ისეთი გემრიელია, სიტყვები არ მყოფნის. კონსერვი შეგიძლიათ ნებისმიერ კერძს დაუმატოთ, ან პიკნიკზე ან თევზაობის დროს თან წაიღოთ.
საკუთარი ხელით მომზადებული ხორცის პროდუქტები ნაყიდისგან მომგებიანად გამოირჩევა. მის შემადგენლობაში გემოს გამაძლიერებელს, კონსერვანტებს და საღებავებს ვერ ნახავთ. ახლა უკვე იცით როგორ მოამზადოთ ხორცის კონსერვი სახლში
აუცილებლად გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს.