» » » ღორის ხორცი ღუმელში - უგემრიელესი კერძის მარტივი და სწრაფი რეცეპტი

ღორის ხორცი ღუმელში - უგემრიელესი კერძის მარტივი და სწრაფი რეცეპტი

სადღესასწაულო მაგიდასთან ხელი, პირველ რიგში, რბილი ხორცისაკენ გაგვირბის. რეალურად, რბილი და არომატული ღორის ხორცის მომზადება რთული არაა, მთავარია - შეიარაღდეთ სწორი რეცეპტით და კარგი განწყობით.

Rchevebi.com-ის რეცეპტით გამომცხვარი ღორის ხორცი მოეწონებათ როგორც თქვენი ოჯახის წევრებს, ისე სტუმრებსაც! წარმოგიდგენთ თაფლისა და მდოგვის მარინადს, რომელიც ხორცს წარმოუდგენელ არომატს მიანიჭებს.

ინგრედიენტები:
  • 1-1.5 კგ ღორის კისერი
  • 2 ს/კ ფრანგული მდოგვი
  • 3 ს/კ თაფლი
  • 0.5 ლიმონის წვენი
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ს/კ წიწაკის სხვადასხვა სახეობა
  • 5-6 ფოთოლი ქონდარი
  • მარილი გემოვნებით
  • საცხობი ჭურჭელი.
მომზადება:
  1. დასაწყისისთვის, ვამზადებთ მარინადს: მდოგვი, თაფლი, ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი შეურიეთ მოსახერხებელ ჭურჭელში.


  2. ხორცის მთელ ზედაპირზე თხელი დანით გაჭერით ღრმა შუალედი, გულმოდგინედ შეაზილეთ ხორცს მარილი, წიწაკები და ქონდარი.


  3. შეაზილეთ ხორცს მარინადი ხელებით, რათა მან მაქსიმალურად ღრმად შეაღწიოს.


  4. გააჩერეთ ხორცი მთელი ღამით მაცივარში, ხოლო თუ ბევრი დრო არ გაქვთ - 5-6 საათით. იმისათვის, რომ ღორის ხორცი კარგად დამარინადდეს, არ დაგავიწყდეთ დროდადრო მისი გადაბრუნება. გაყინული ხორცი დადეთ საცხობ ფორმაზე და დარჩენილი მარინადიც მოასხით ზემოდან.


  5. გააცხელეთ ღუმელი 200 °C და შედგით ხორციანი ჭურჭელი. 15 წუთში დააკელით ტემპერატურა 180-მდე და აცხვეთ ხორცი კიდევ 30 წუთით. მომზადებამდე 10 წუთით ადრე ჩაჭერით ხორცის ზედა ნაწილები და მოასხით მარინადი, რათა ხორცის ზედა ნაწილი კარგად შეიწვას, შიგნით კი რბილი და წვნიანი იყოს.


  6. თუ ხორცი ნაპრალებიდან იწყებს მოვარდისფრო ან გამჭვირვალე წვენის გამოყოფას - დროა ღუმელიდან მისი გამოღებისა. აცადეთ ხორცს გაგრილება.


  7. ჯერ კიდევ ცხელი ხორცი დაჭერით ბასრი დანით თანაბარ ნაჭრებად და დადგით სუფრაზე. კერძის იდეალური დანამატი იქნება სხვადასხვა გარნირი და სოუსი: პიკანტური სახლის აჯიკა, სეზონური კენკრის სოუსი, ბოსტნეული გრილზე და ა.შ.


თუ ღორის ხორცს ცივად მიირთმევთ, შედგით კერძი მაცივარში 3-4 საათით. გაციებული ხორცი უფრო მარტივად დაიჭრება და იდეალურად ჩაანაცვლებს მაღაზიის ძეხვს ბუტერბროდების მომზადების დროს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.