» » » უგემრიელესი ბანანის ტორტი გამოცხობის გარეშე - დესერტი ცხელი ზაფხულისთვის

უგემრიელესი ბანანის ტორტი გამოცხობის გარეშე - დესერტი ცხელი ზაფხულისთვის

თუ ჯერ არასდროს მოგიმზადებიათ ტორტი თაფლაკვერებისგან, ახლა საუკეთესო დროა ამის საცდელად! გამოსაცხობი ხომ არაფერია - უნდა დაჭრათ, მოასხათ და ტორტიც მზადაა. ამ რეცეპტში ყველა ინგრედიენტი უყვართ - თაფლაკვერებიც, ბანანიც და არაჟანიც. ეს მსუბუქი, ნაზი და გემრიელი დესერტი ისე მარტივად მზადდება, რომ ბავშვიც კი გაუმკლავდება.

მათ, ვისაც ბანანი არ უყვარს, შეუძლიათ ისინი ფორთოხლით, ატმით, საყვარელი კენკრით, ჩირითა თუ თხილებით ჩაანაცვლოს. გემრიელი, მარტივი და, რაც მთავარია, სახლში მომზადებულია! გამაგრილებელი ტორტი გამოცხობის გარეშე მოუხდება როგორც სადღესასწაულო, ისე ყოველდღიურ სუფრას.

ბანანისა და არაჟნის ტორტი
ინგრედიენტები:
  • 500 გრ თაფლაკვერი შიგთავსის გარეშე
  • 3 მწიფე ბანანი
  • 600 მლ არაჟანი 20%-ზე ნაკლები ცხიმიანობით
  • 1 ფილა შავი შოკოლადი
  • 0.5 ჭ შაქრის პუდრა
მომზადება
  1. გაარჩიეთ ბანანი. აიღეთ ოდნავ მომწვანო ხილი, არც ძალიან მწიფე, რათა ტორტში იგი არ გაშავდეს. დაჭერით ბანანები რგოლებად 1-1.5 სმ სისქით.


  2. თუ თაფლაკვერები დიდი ზომისაა, დაჭერით ისინი ნახევრად. პატარები შეგიძლიათ არ დაჭრათ.


  3. დააფქვიეთ შაქარი და შეურიეთ არაჟანს. შეგიძლიათ, გამოიყენოთ მზა შაქრის პუდრა.


  4. ჩააფინეთ ღრმა თასში საკვები ცელოფანი, შემდეგ დაასხით მცირეოდენო არაჟანი.


  5. დაალაგეთ პირველი ფენი თაფლაკვერებისა და ბანანებისგან. ფენები რიგ-რიგობით ჩაალაგეთ და თითოეული მათგანი არაჟნით დაფარეთ.


  6. საკვები ცელოფნის ბოლოებით შეახვიეთ ტორტი და გააჩერეთ სამზარეულოში 2-3 საათით, რათა თაფლაკვერები კარგად გაიჟღინთოს. ამის შემდეგ, შედგით ტორტი მაცივარში 3 საათით.


  7. დროის გასვლის შემდეგ, გამოიღეთ ტორტი, გახსენით ცელოფანი, დაადეთ თასს თეფში და გადმოაბრუნეთ. მოაშორეთ თასი და ფრთხილად მოხსენით ცელოფანიც.
  8. მორთეთ ტორტი დახეხილი ან დამდნარი შოკოლადით.

ასეთი მადისაღმძვრელი ტორტი თაფლაკვერებისა და ბანანებისგან მოითხხოვს არომატული ჩაის ფინჯანს, მაგალითად მოცვისას. აი, ასეთი მარტივი და ხელმისაწვდომი პროდუქტისგან შეგიძლიათ დესერტის მომზადება და სტუმრების დაკმაყოფილება.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.