» » » ჟოლოს ფერადი და ჰაეროვანი ტორტი აუცილებლად გახდება თქვენი საყვარელი ტკბილეული

ჟოლოს ფერადი და ჰაეროვანი ტორტი აუცილებლად გახდება თქვენი საყვარელი ტკბილეული

ეს ტკბილეული ნამდვილად დაიპყრობს ხილის ტორტის მოყვარულთა გულებს. ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია მისი მომზადება, რადგან ის გემრიელთან ერთად ძალიან მარტივი მოსამზადებელიცაა. მაშ ასე შეუდექით სამზარეულოში ფუსფუსს...

მასალად საჭიროა:
12 ულუფა:

ცომისათვის:
  • 5 კვერცხი
  • 175 გრ შაქარი
  • 125 გრ ფქვილი
  • 75 გრ სახამებელი
  • 1 ჩ/კ ცომის საფხვიერებელი

    კრემისათვის:
  • 300 გრ ჟოლო
  • 100 გრ შაქარი
  • 12 გრ ჟელატინი
  • 200 გრ ხაჭო
  • 600 გრ სქელი ნაღები
  • 100 გრ ფასტა

მომზადების წესი:
  1. კვერცხი და 6 სუფრის კოვზი წყალი შაქართან და მარილთან ერთად თქვიფეთ 7 წუთი.

  2. ფქვილს შეურიეთ სახამაბელი, ცომის საფხვიერებელი და შაქრიანი კვერცხი.

  3. მიღებული ცომი დაასხით საცხობ ფირფიტაზე და აცხვეთ 200 გრადუსზე 12 წთ.

  4. 200 გრ ჟოლო და შაქარი გახეხეთ, დაუმატეთ დამბალი ჟელატინი, შემოდგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გააგრილეთ.

  5. ჟოლოიანი მასა და ხაჭო ათქვიფეთ. შეურიეთ 400 გრ ათქვეფილი ნაღები.

  6. ბისკვიტი დაჭერით 5 სმ - ის სიგანის 5 ლენტად და წაუსვით კრემი. ერთი ზოლი გადაახვიეთ რულეტივით და შემოახვიეთ დანარჩენი ზოლები. ტორტს ზემოდან მოასხით ნაღები. გააფორმეთ ჟოლოთი და ფასტით.

გემრიელად მიირთვით!
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.