» » » შუა საუკუნეების ევროპაში ამ მცენარის თესლს ჰეპატიტის და ციროზის სამკურნალოდ იყენებდნენ.

შუა საუკუნეების ევროპაში ამ მცენარის თესლს ჰეპატიტის და ციროზის სამკურნალოდ იყენებდნენ.

ძველ რომსა და საბერძნეთში ბაყაყურა გამოიყენებოდა ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ. შუა საუკუნეების ევროპაში მას ჰეპატიტის და ცეროზის დროს იყენებდნენ.
მცენარის თესლი შეიცავს 200 კომპონენტს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმისთვის - B ჯგუფის ვიტამინებს, A,D,E,K ვიტამინს.
ბაყაყურას თესლებს იყენებენ კანის სხვადასხვა დაავადებების დროს, ის აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესებს და ხელს უწყობს ღვიძლის ფუნქციონირებას.

ბაყაყურას ჩაი ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს

ინგრედიენტები:
  • ბაყაყურას თესლი - 5-7 გრ
  • წყალი - 200 მლ

    მომზადების წესი:
    ნედლეულს დავასხათ ადუღებამდე მიყვანილი წყალი. დავაყენოთ 10-20 წთ. მიღების წინ გავწუროთ.
    მივიღოთ 200 მლ 3-ჯერ დღეში 30 წთ-ით ადრე ჭამამდე - ცხელი.

    ბაყაყურას თესლის ფხვნილი ჭარბი წონის დროს

    ინგრედიენტი:
  • ბაყაყურას თესლის - 50 გრ
    მომზადების წესი:
    ნედლეული დავფქვათ ბლენდერში ფხვნილის კონსისტენციამდე.
    მივიღოთ ფხვნილი 3-5-ჯერ დღეში ჭამამდე, თან თბილი წყალი მივაყოლოთ.

    ბაყაყურას თესლის ფხვნილი ღვიძლის მკურნალობაში

    ინგრედიენტი:
  • ბაყაყურას თესლი - 30 გრ
    მომზადების წესი:
    დავფქვათ ყავის საფქვავში ფქვილის კონსისტენციამდე.
    მივიღოთ 5 გრ მშრალი ფხვნილი 3-4-ჯერ დღეში, 30 წთ-ით ადრე ჭამამდე, თან თბილი წყალი მივაყოლოთ.

    ბაყაყურას თესლის ნახარში

    ინგრედიენტები:
  • ბაყაყურას თესლი - 30 გრ
  • წყალი - 500 მლ

    მომზადების წესი:
    ნედლეული დავფქვათ ყავის საფქვავში, დავასხათ ადუღებამდე მივიყვანოთ წყალი, დავდგათ წყლის აბაზანაზე მანამ, სანამ წყალი 2-ჯერ არ შემცირდება. მხა ნახარში გავწუროთ დოლბანდში. მივიღოთ 10 მლ ყოველ საათში დღის განმავლობაში.

    ბაყაყურას თესლის ნახარში წონაში დასაკლებად

    ინგრედიენტები:
  • ბაყაყურას მშრალი თესლი - 30 გრ
  • წყალი - 500 მლ

    მომზადების წესი:
    ნედლეული დავფქვათ ბლენდერში, დავასხათ წყალი, ვხარშოთ საშუალო ცეცხლზე სითხის განახევრებამდე. შემდეგ გავაჩეროთ 10 წთ.
    მივიღოთ 10 მლ ყოველ საათში ერთხელ.

    ბაყაყურას სპირტიანი ნაყენი

    ინგრედიენტები:
  • ბაყაყურას თესლი - 50 გრ
  • არაყი - 500 მლ

მომზადების წესი:
ნედლეულს დავასხათ არაყი და გავაჩეროთ 2 კვირა, პერიოდულად ჭურჭელი შევანჯღრიოთ.
მივიღოთ 20-25 წვ. 4-5 დღეში 30 წთ-ით ადრე ჭამამდე, თან წყალი მივაყოლოთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.