» » » უნიკალური სამკურნალო თვისებების მქონე მცენარე - ეს მრავალძარღვას თესლია!

უნიკალური სამკურნალო თვისებების მქონე მცენარე - ეს მრავალძარღვას თესლია!

მრავალძარღვა დიდი ხანია, რაც ხალხურ მედიცინაში გამოიყენება. სამკურნალო ნედლეულის სახით მცენარის ყველა ნაწილს იყენებენ. გამონაკლისი არც მისი თესლია.
ტრადიციულად, ხალხურ მედიცინაში მრავალძარღვას თესლი საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადების მკურნალობაში გამოიყენება, რადგან თესლში არსებულ ლორწოს აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე დამარბილებელი, ამომფენი მოქმედება.
მრავალძარღვას თესლების ნახარში ეფექტურია კუჭის წყლულოვანი დაავადების, კოლიტის, დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, ბუასილის დროს.

მრავალძარღვას თესლების ნაყენი

ინგრედიენტები:
  • მრავალაძარღვას თესლი - 10 გრ
  • წყალი - 120 მლ

    მომზადების წესი:
    ნედლეულს დავასხათ ადუღებამდე მიყვანილი წყალი და დავაყენოთ 30 წთ.
    მივიღოთ 10 მლ 3-ჯერ დღეში 30 წთ-ით ადრე ჭამამდე.

    მრავალძარღვას თესლის ფხვნილი, როგორც საფაღარათე საშუალება

    ინგრედიენტი:
  • მრავალძარღვას თესლი - 10 გრ
    მომზადების წესი:
    ნედლეული დავფქვათ ყავის საფქვავში. მივიღოთ 10 გრ ფხვნილი დილით ჭამამდე, ან ძილის წინ კისელთან ან თბილ ჩაისთან ერთად.

    მრავალძარღვას თესლიდან მიღებული ლორწო საშარდე სისტემის დაავადებების დროს

    ინგრედიენტები:
  • მრავალძარღვას თესლი - 20 გრ
  • წყალი - 200 მლ
    მომზადების წესი:
    ნედლეული გავრეცხოთ. დავასხათ ადუღებამდე მიყვანილი წყალი და გავაჩეროთ 10 წთ. მივიღოთ 10 მლ ლორწოიანი ნაყენი 3-ჯერ დღეში ჭამამდე.

    მრავალძარღვას თესლი ურეთრიტის დროს

    ინგრედიენტები:
  • მრავალძარღვას თესლი - 20 გრ (კარგად გამომშრალი) მრავალძარღვას ფოთლების ნახარში - 200 მლ.
    მომზადების წესი:
    თესლები გულდასმით დავნაყოთ სანაყში. მივიღოთ 7,5 გრ ფხვნილი 3-ჯერ დღეში და მივაყოლოთ მრავალძარღვას ნახარში.

    მრავალძარღვას თესლის ნახარში უშვილობის მკურნალობისას

    ინგრედიენტები:
  • მრავალძარღვას თესლი - 10 გრ
  • წყალი - 200 მლ

მომზადების წესი:
ნედლეულს დავასხათ ადუღებამდე მიყვანილი წყალი, დავდგათ წყლის აბაზანაზე 5 წთ.
მივიღოთ 20 მლ 4-ჯერ დღეში.
წყაროსაოჯახო აფთიაქი
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.