» » » იოდიზებული მარილი: უნდა მივირთვათ თუ არა მსგავსი პროდუქტი

იოდიზებული მარილი: უნდა მივირთვათ თუ არა მსგავსი პროდუქტი

მეოცე საუკუნის 50-იან ცლებში იოდის დეფიციტისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევებით ათობით მეცნიერი დაინტერესდა. სსრკ პირობითად დაყეს ზონებად. იქ, სადაც პრობლემის ზონა მაღალი იყო, სპეციალური, იოდიზებული მარილი ჩაჰქონდათ. ბერძნულიდან "იოდეს" ნიშნავს იისფერს. ეს კომპონენტი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ფუნქციონირებისთვის. იოდის მცირე დეფიციტიც კი იწვევს თავის ტკივილებს, წნევასა და მეხსიერების გაუარესებას.



დროთა განმავლობაში, პრიორიტეტები შეიცვალა, მიღებული მარილის ხარისხი დამდაბლდა. პროგრამის მნიშვნელობა მიივიწყეს. ამის შემდეგ ყურადღება ჩერნობილის 1986 წლის ავარიამ მიიპყრო. რამდენიმე წლის შემდეგ გაჩნდა ახალი ტექნოლოგიები, მარილის ხარისხი გაუმჯობესდა და მისი მოხმარების მნიშვნელობაც გაიზარდა. მაგრამ დღეს, ყოველი მეორე ადამიანი სვამს კითხვას: მნიშვნელოვანია თუ არა მარილის მიღება, როცა ირგვლივ ყველა მარილს "თეთრ სიკვდილს" უწოდებს.

მითები
  1. დოზის გადამეტება - ხშირი მოვლენაა. რეალურად, ზრდასრულ ადამიანს ესაჭიროება 150 მკგ იოდიზებული მარილი. ეს 50 გ მარილია.. გასაგებია, რომ ამდენს არც ერთი ჩვენგანი არ იღებს.



  2. იოდი ხარშვისას ქრება. იგი, მართლაც, ორთქლდება, მაგრამ არა მთლიანად, არამედ დაახლოებით 20-30%. სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმუმის მისაღებად, მარილი დაუმატეთ კერძს უშუალოდ მომზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე.



  3. იოდიზებული მარილი კონსერვაციისა და მარინადებისთვის არ უნდა გამოიყენოთ. დაახლოებით 20 წლის წინ იოდს იყენებდნენ, რაც მწნილის ხარისხზე მოქმედებდა: პროდუქტი მუქდებოდა და ცხარდებოდა. დღეს პროდუქტში კალიუმის იოდატს ამატებენ. იგი კონსერვაციაზე ასე აღარ მოქმედებს.



  4. ასეთი მარილი ყველამ უნდა მიიღოს. ეს მითია. თუ თქვენ ნეფროტული სინდრომი, ტუბერკულოზი, პიოდერმია, ჭინჭრის ციება, ფარისებრი ჯირკვლის კიბო გაქვთ, მსგავსი პროდუქტის მოხმარება აკრძალულია.


მოზარდებმა, ფეხმძიმეებმა და დედებმა ლაქტაციის პერიოდში იოდიზებული მარილით კი არა, სპეციალური ტაბლეტირებული პრეპარატებით უნდა შეივსონ იოდის დეფიციტი. დანარჩენებისთვის რაციონში დაშვებულია იოდიზებული მარილის დამატება, მაგრამ მისი დიდი რაოდენობით გამოყენება ყველა კერძში აუცილებელი არ არის.

როცა იოდიზებული მარილი ვერ გეხმარებათ

პროდუქტი კარგავს ყველა სასარგებლო თვისებას არასწორი მოხმარებისა და შენახვის შემთხვევაში. მაგალითად, იცოდით, რომ ასეთი პროდუქტის დამატება მდუღარეში კი არა, მხოლოდ თბილ და ცივ კერძებში შეიძლება? ამასთან, მარილი არ უნდა შეინახოთ ღია კოლოფში დიდი ხნის მანძილზე. რაც უფრო მეტად იმოქმედებს მასზე ჰაერი, მით ნაკლები იოდი დარჩება მასში.

სინთეზირებული პროდუქტის ნატურალური ალტერნატივა


თუ იოდის დეიფიციტი გაქვთ ორგანიზმში, გირჩევთ, გამოიყენოთ მარტივადათვისებადი პროდუქტი და არა ისინი, რომლებიც ქიმიური გზით მიიღეს ლაბორატორიაში.



შეიძინეთ ზღვის პროდუქტი, ოღონდ არა თევზის ფერმიდან. ყველაზე სასარგებლო პროდუქტია: ორაგული, თინუსი, ქაშაყი, ვირთევზა და ზღვის ბასი. არ შეიძინოთ ზღვის წყალმცენარეები მაღაზიის თაროებიდან. მათ სუნელებსა და სოუსებს უმატებენ. უმჯობესია, უპირატესობა აფთიაქში არსებულ გამომშრალ მცენარეებს მიანიჭოთ.



გახსოვდეთ, რომ მოცემული ელემენტის უკმარისობა ბავშვებსა და მოზარდებში საკმაოდ საშიშია, ამიტომაც აუცილებელია, დროულად მონახოთ გამოსავალი ან მიმართოთ სპეციალისტს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.