» » » როცა 45 წლის ასაკში მხედველობის პრობლემა გამიჩნდა, მაშინ გამახსენდა ბებიის დანატოვარი რეცეპტები

როცა 45 წლის ასაკში მხედველობის პრობლემა გამიჩნდა, მაშინ გამახსენდა ბებიის დანატოვარი რეცეპტები

ასაკობრივი კატარაქტა ძალიან გავრცელებული დაავადებაა ასაკოვან ადამიანებში, მაგრამ მასთან ბრძოლა შესაძლებელია. მე ჩემი რეცეპტი მაქვს, რომელიც ბებიამ დამიტოვა.

  • ასკილი მოვხარშოთ და ვსვათ მთელი წლის მანძილზე. გაზაფხულის სეზონზე დღეში 1-2 ჭ მოცვი ვჭამოთ, ზამთრისათვის მოვამზადოთ მისგან წვენი ან კომპოტი, ან გავყინოთ საყინულეში.

  • თვალებისათვის საუკეთესოა კორდისკბილა. მისი ნაყენი ასე მზადდება: 1 ს/კ ბალახს დავასხათ 0,5 ლ წყალი. ვადუღოთ ნელ ცეცხლზე თავდახურული 15 წთ. დავაყენოთ 30 წთ. მივიღოთ 1/3 ჭ 3-ჯერ დღეში. ამავე ნაყენით გამოვირიცხოთ თვალები დილას და საღამოს.

  • არის ასეთი ბალახი, რომელსაც მედგარი ქვია. უმჯობესია, მისგან სპირტიანი ნაყენი მოვამზადოთ: 50 გრ ბალახს დავასხათ 0,5 ლ 70%-იანი სპირტი. შეიძლება არაყიც გამოვიყენოთ. დავაყენოთ 20 დღე ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. მივიღოთ ძილის წინ 5 წვ 1 ს/კ წყალთან ერთად (5-6 თვის განმავლობაში).
    ჩამოთვლილ რეცეპტებს ნახევარი წელი ვიყენებდი და შედეგიც მივიღე-შემღვრევა აღარ მქონდა, აღარც ბუნდოვანი მხედველობა.

სპეციალისტის კომენტარი :

მოცვის მნიშვნელობა თვალებისათვის ყველასთვის ცნობილია.
ასკილი, ისე როგორც მოცვი აუცილებელია თვალების ნორმალური ფუნქციონირებისათვის - ის ხომ ჩ ვიტამინის ბუნებრივი კონცენტრატია.
ჩ ვიტამინი მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ქსოვილოვან სუნთქვაში. ის აუცილებელია ცილა კოლაგენის წარმოქმნაში, რომელიც ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს. ამიტომ ორგანიზმში მის შემცველობაზეა დამოკიდებული ყველა ორგანოს და მათ შორის თვალის კაპილარული სისხლმომარაგება. ჩ ვიტამინი აუმჯობესებს სისხლძარღვების კედლების მდგომარეობას, აქვეითებს სისხლძარღვების კედლების განვლადობას.
ასკილი მუდმივად გამოყენება ხელს უწყობს თვალისშიდა სითხის უკუდენას გლაუკომის დროს.
მედგარი ბალახი ხალხურ მედიცინაში დასალევად გამოიყენება თვალის ფერადი გარსის, ბადურის გასაუმჯობესებლად, აგრეთვე კატარაქტის და გლაუკომის დროს.
მისი მოქმედების მექანიზმი მედიკების მიერ შესწავლილი არ არის.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.