თესლების ქიმიურ შემადგენლობაში შედის ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელი კალციუმი, რკინა, ლინოლინის მჟავა, E და B ჯგუფის ვიტამინები. თესლისგან ზეთს ცივი გამოხდის მეთოდით ღებულობენ და იყენებენ ისეთი დაავადების მკურნალობაში როგორიცაა ეგზემა, სოკოვანი დაავადება, ფერიმჭამელები, სიმსივნე, თავის ტკივილი, მამაკაცებში ერექციის გაუმჯობესება და სხვა.
აღმოსავლეთში ამ მცენარეს ყველა დაავადების საწინააღმდეგო საშუალებას უწოდებენ. ის საუკეთესო რეზულტატს გვაძლევს ქოლერის, კოლიტის მკურნალობაში, ახდენს ღებინების კუპირებას, აუმჯობესებს ლაქტაციას და თმების ზრდას.
სოინჯის თესლის ნარევი ჰიპერტენზიის დროს
ინგრედიენტები:
- სოინჯის თესლი - 5-7 გრ
- ნიორი - 1 კბილი
- ჩაი - 100 მლ
მომზადების წესი:
თესლი დავფქვათ და შევურიოთ ჩაის.
მივიღოთ ნიორთან ერთად დღეში ერთხელ, დილით საუზმის წინ.
თესლების ნარევი დიაბეტის მკურნალობაში
ინგრედიენტები: - სოინჯის თესლი - 50 გრ
- წყლის წიწმატის თესლი - 50 გრ
- ბროწეულის დაქუცმაცებული ქერქი - 50 გრ
- სოინჯის ზეთი - 5 გრ
მომზადების წესი:
ნედლეული გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ერთგვაროვანი მასის მიღების მიზნით, შემდეგ დავუმატოთ ზეთი. მივიღოთ 5-7 გრ დილით, საუზმის წინ 1 თვის განმავლობაში.
სოინჯის თესლის და თაფლის ნარევი გულისრევის და ღებინების მოსახსნელად
ინგრედიენტები: - სოინჯის თესლი - 5 გრ
- თაფლი -5 გრ
მომზადების წესი:
სოინჯის თესლი შევურიოთ თაფლს და გავსრისოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მივიღოთ 5 გრ ერთხელ დღეში - ვახშმობის წინ, თან ჩაი მივაყოლოთ.
სოინჯის თესლის ნახარში ტონზილიტის სამკურნალოდ
ინგრედიენტები: - სოინჯის თესლი - 10 გრ
- წყალი- 1,5 ლ
მომზადების წესი:
ნედლეულს დავასხათ ცხელი წყალი და დავდგათ წყლის აბაზანაზე 30-50 წთ. ნახარში გავწუროთ გავფილტროთ.
გრილი ნახარში გამოვიყენოთ ყელში სავლებად დღეში 2-ჯერ.