ჩვეულებრივი კრემები და სკრაბები მხოლოდ აზიანებს თვალს, ამიტომ, Rchevebi.com-ის რედაქცია გთავაზობთ განსაკუთრებულ რეცეპტებს თვალის ირგვლივ კანის მოსავლელად.
კრემები ქუთუთოებისთვის
როგორც იცით, პირველი ასაკობრივი ნიშნები ზედა და ქვედა ქუთუთოებზე ჩნდება. ეს უკვე შეიმჩნევა 25 წლის შემდეგ, მაგრამ პროცესის შენელება და გადადებაც კი შესაძლებელია, თუ არსებულ ხელმისაწვდომ რესურსებს გონივრულად გამოიყენებთ.
პირველ რიგში, არ დაგავიწყდეთ, რომ ნატურალური კოსმეტიკა მთავარი კოზირია. იგი არ იწვევს მიჩვევას, მოულოდნელ რეაქციებსა და გაღიზიანებას.
მეორეც, მნიშვნელოვანია სწორი რეცეპტის შრჩევაც. თუ თქვენ მშრალი კანი გაქვთ, მოერიდეთ ლიმონის წვენის შემცველ კოსმეტიკას, თუ ცხიმიანი კანი გაქვთ - ფრთხილად იყავით ზეთის დამატებასთან. შინ მომზადებული ნიღბის შენახვაც დიდხანს არ შეიძლება, რადგან მხოლოდ ნატურალური პროდუქტებისგან შედგება. ამჯერად, ჩვენ გთავაზობთ კიტრზე მომზადებული საშინაო კოსმეტიკის რეცეპტებს.
არაჟნის ნიღაბი
დავიწყოთ დატენიანებით, რაც აუცილებელია ცხოვრების ნესბიმიერ ეტაპზე, კანის ყველა მონაკვეთისთვის. რაც უფრო დატენიანებულია კანი, მით უფრო ნაკლებად შრება და იქერცლება.
აიღეთ 2 ს.კ. არაჟანი და 2 ს.კ. დახეხილი კიტრი, შეურიეთ ძალიან კარგად და წაისვით თვალის ირგვლივ 15 წუთით.
ბალახეულის ნიღაბი
ისევ კიტრი! რას ვიზამთ, კანის დასატენიანებლად უკეთესი ნატურალური საშუალება მხოლოდ ალოეა. სხვათაშორის, რეცეპტში შეგიძლიათ კიტრი ალოეთიც ჩაანაცვლოთ.
აიღეთ 1 ს.კ. დახეხილი კიტრი, 1 ჩ.კ. პიტნა და 1 ჩ.კ. ქონდარი, ყველაფერი დანაყეთ ან შეურიეთ ბლენდერში. გააჩერეთ მაცივარში რამდენიმე საათით.
თაფლის ნიღაბი
გამაღიავებელი ნიღაბი უმკლავდება სიწითლეებსა და პიგმენტურ ლაქებს. თაფლიც და კიტრიც ბუნებრივ მათეთრებლად ითვლება.
შეურიეთ 1 ს.კ. დახეხილი კიტრი და 1 ჩ.კ. ნატურალური თაფლი. თაფლი რბილად გამოკვებავს კანს, კიტრი კი დაიცავს მას გამოშრობისგან.
ეს ს3 უწყინარი, სამაგიეროდ ძალიან ეფექტური რეცეპტი გადაგარჩენთ ასაკობრივი ცვლილებებისგან, აღკვეთს და შეამცირებს ნაოჭების გაჩენას, ასევე, კანს მიანიჭებს ჯანსაღ იერს.
გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ლიმონი არ აშრობს კანს. მოერიდეთ კრემებს კოსმეტიკური თიხის შემცველობით. ისინი იდეალურია სახის კანისთვის, მაგრამ ქუთუთოებზე მისი დატანება დაუშვებელია.