» » » სახამებელი ბოტოქსის ნაცვლად? დედაჩემი იყენებს. არავინ იცის, თუ სინამდვილეში რამდენ წლისაა

სახამებელი ბოტოქსის ნაცვლად? დედაჩემი იყენებს. არავინ იცის, თუ სინამდვილეში რამდენ წლისაა

დედაჩემით ვამაყობ. ის ყოველ დილით დარბის, ცივ წყალს ივლებს, ველოსიპედით დადის და საკუთარი თავის კოსმეტიკური პროცედურებით განებივრება არ ავიწყდება. არა, ის ძვირადღირებულ სალონებს არ სტუმრობს და მდიდრულ კოსმეტიკას არ ყიდულობს. მაგრამ ყოველ საღამოს თმისთვის ან ხელისა და სახისთვის ნიღბებს იკეთებს. და ვაღიარებ, თავი 65 წლის ასაკში თავის მეგობრებზე გაცილებით უკეთ გამოიყურება. 



"თავის მოვლის ჩვევა, ქალებს გენეტიკურ დონეზე უნდა ჰქონდეთ" - ირწმუნებოდა დედა ბავშვობიდან. და ეს სწორიცაა, რადგან ქალი ნებისმიერ სიტუაციასა და ასაკში ლამაზი უნდა დარჩეს. 

როცა 30 წლის ასაკში პირველი ნაოჭები გამიჩნდა, იმედი გამიცრუვდა - მზად არ ვარ, ასე მალე დავბერდე. ბოტოქსის ინექციის გაკეთებასაც განვიხილავდი, რომელსაც ჩემი მეგობრები აქებდნენ. აღმოჩნდა, რომ ნემსები არც ისე უსაფრთხოა, როგორც კოსმეტოლოგები ამბობენ. დედამ მირჩია თუ რა უნდა გამეკეთებინა და ამან ნამდვილად იმოქმედა!



სახამებელი ბოტოქსის ნაცვლად

კარტოფილის სახამებელი - ეს ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, მდიდარი გამაახალგაზრდავებელი C ვიტამინით და ნიკოტინის მჟავით. სახლის ბოტოქსი სახამებლით ყველა ტიპის კანს უხდება, კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური რეაქციის მქონე კანის გარდა.

სახამებელი ზედმეტად აქერცლილი და ცხიმოვანი ბრწყინვალების მოშორებაში გვეხმარება. გამოყენების შემდეგ კანი ხავერდოვანი და ნაზი ხდება. ზრდასრულ ასაკში სახამებლის ნიღბის გამოყენება უბრალოდ აუცილებელია! წვრილი ნაოჭები ქრება, ღრმა კი ნაკლებად შესამჩნევი ხდება და კანი ელასტიურობას იძენს და ნათელ ფერს იძენს. 



გამაახალგაზრდავებელი ნიღბის რეცეპტი სახამებელზე დაფუძნებული ბევრია, მაგრამ დღეს "რჩევების" რედაქცია გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც პირადად გვაქვს გამოცდილი და შედეგი ძალიან მოგვეწონა. 

სტაფილო-სახამებლის ნიღაბი სახისთვის

თქვენ დაგჭირდებათ

  • 5 ს/კ სტაფილოს წვენი

  • 1 ს/კ სახამებელი

  • 1 ს/კ არაჟანი საშუალო ცხიმით

  • 1 ჭიქა წყალი


მომზადება

  1. სახამებელი ნახევარ ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალს აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ დანარჩენი წყალი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე სანამ გასქელდება. მუდმივად ურიეთ, ცეცხლზე კიდევ 15 წუთით გააჩერეთ, მაგრამ დააკვირდით, რომ ნარევი არ დაიწვას. 



  2. შემდეგ სტაფილოს წვენი და არაჟანი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და გააცივეთ. 

გაცივებული ახალმომზადებული ნიღაბი სახეზე 20-25 წუთით წაისვით. თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა სამი დღე ზედიზედ გაიმეორეთ, შემდეგ ერთი კვირა შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ. 


ჩინური გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი თაფლით

ამ ნიღბის გამოყენება არ შეიძლება თუ სახეზე გაქვთ ჭრილობა ან გამონაყარი. 

თქვენ დაგჭირდებათ

  • 1 ჩ/კ თაფლი

  • 1 ჩ/კ სახამებელი (შეიძლება ბრინჯის, სიმინდის)

  • 1 ჩ/კ წვრილი მარილი




ინგრედიენტები ერთგვაროვან მასამდე მიიყვანეთ. თუ ძალიან მგრძნობიარე კანი გაქვთ, დაუმატეთ 1 ჩ/კ რძე, მარილი ცოტა აიღეთ - 0.5 ჩ.კ. მასა სახეზე რამდენჯერმე წაისვით, ახალი ფენა დაუმატეთ ყოველ ჯერზე, როცა წინა გაშრება. სახეზე 25 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. სილამაზის ეს ნიღაბი ყოველ მეორე დღეს გაიკეთეთ 20 დღის განმავლობაში, შემდეგ ერთი თვით შეისვენეთ. 


ნიღაბი-სკრაბი მინერალურ წყალთან ერთად

როგორც წინა ნიღბის შემთხვევაში მისი გამოყენება დაზიანებულ კანზე არ შეიძლება. 

თქვენ დაგჭირდებათ

  • 1 ჩ/კ სოდა

  • 0.5 ჩ/კ მარილი

  • 1 ჩ/კ სახამებელი

  • 1 ჩ/კ მინერალური წყალი 

  • 1 ჩ/კ ქაფი ან გელი დასაბანი




სახამებელი დასაბან ქაფთან აურიეთ და მინერალურ წყალში გახსენით. დაუმატეთ მარილი, სოდა და კარგად აურიეთ. წაისვით ნიღაბი სახეზე მსუბუქი წრიული მოძრაობით. გაიჩერეთ 10 წუთით და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის შემდეგ დამატენიანებელი კრემი გამოიყენეთ. 


გამათეთრებელი ნიღაბი წყალბადის ზეჟანგით

ეს პროცედურა ჭორფლის და პიგმენტური ლაქების მოშორებაში დაგეხმარებათ. 2 ს/კ სახამებელი და 2 ს/კ 5%-იანი წყალბადის ზეჟანგი ერთმანეთს აურიეთ. ნიღაბი 20 წუთით წაისვით. თბილი წყლით ჩამოიბანეთ და სახეზე დამატენიანებლი კრემის წასმა არ დაგავიწყდეთ. 



აუცილებლად სცადეთ ეს ნიღბები ნაოჭების წინააღმდეგ სახამებლით და შედეგის შესახებ კომენტარებში დაწერეთ! არ დაგავიწყდეთ ეს სასარგებლო სტატია თქვენს მეგობრებს გაუზიარეთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.