» » » ბუნებრივი საშუალებებით დატენიანება - აი რა სჭირდება სახის კანს იდეალურობისთვის...

ბუნებრივი საშუალებებით დატენიანება - აი რა სჭირდება სახის კანს იდეალურობისთვის...

კანის დატენიანების უბრალო საშუალებები ნუშის, გარგარის, მზესუმზირას და ზეთისხილის ზეთისგან შეიძლება დაამზადოთ. ყველა ეს სუბსტანციები კანს ტენით ამარაგებს.
ზეთი რბილად გაინაწილეთ სახეზე, რამდენიმე წუთი გაიჩერეთ და შემდეგ ზედმეტი ზეთი მოიშორეთ. კვერცხის ცილა, არაჟანი, ნესვის წვენი, ლუდის საფუარი, ცხიმიანი რძე, თაფლი, შვრიის ფქვილი, წმინდად დაფქვილი ნუში და ატმის წვენიც დატენიანების საშუალებებია.

მშრალი და ნორმალური კანის დატენიანების საშუალებები ვარდით:
  • 1 ჩ/კ თაფლის სანთელი;
  • 1 ჩ/კ კოვზი ლანოლინი;
  • 1 ჩ/კ (15 მლ) ნუშის ზეთი;
  • 1-2 ჩ/კ (2,5 მლ) ხორბლის ღივის ზეთი;
  • 3 ს/კ (45 მლ) ვარდის წყალი;
  • 6 წვეთი ვარდის ან ნემსიწვერას ზეთი.

    მომზადების და წესი:
    თაფლის სანთელი და ლანოლინი გაადნეთ, ზეთები შეათბეთ და თანდათან სანთლიანი ნარევი დაამატეთ. ნელ-ნელა შეურიეთ ვარდის წყალი. როცა ნარევი იდნავ გაცივდება და შესქელდება ნემსიწვერას ზეთი ჩაურიეთ. კოვზით ჩაასხით ქილებში.

    დიდგულას ყვავილებიანი ლოსიონი და ცხიმიანი რძე:

  • 4 ს/კ (60 მლ) ცხიმიანი რძე;
  • 2 ჩ/კ დიდგულას ყვავილის ნაყენი;
  • 1 ჩ/კ გარგარის ზეთი;
  • 2 ჩ/კ ნუშის ზეთი.

მომზადების წესი:
შეურიეთ კომპონენტები ქილაში, დაახურეთ და კარგად შეანჯღრიეთ.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.