სოკოს კერძები, ასევე, გამოგადგებათ მარხვისას - ისინი ხორციან კერძებს ჩაანაცვლებს. იმისათვის, რომ ჩვეულებრივ სოკოს განსაკუთრებული არომატი და გემო მიანიჭოთ, მოამზადეთ იგი ესპანურად: თეთრი ღვინითა და ნივრით.
როგორ შევწვათ სოკო გემრიელად
შამპინიონები თეტრ ღვინოში დამსახურებული პოპულარობით სარგებლობს ესპანეთში და დაუვიწყარ კერძად იქცევა თქვენს მაგიდაზეც. სულ რამდენიმე პატარა ეშმაკობა თავდაყირა დააყენებს თქვენს წარმოდგენას ამ კერძის შესახებ.
ინგრედიენტები
- 400 გ შამპინიონი
- 1/2 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო
- 1/2 თავი ნიორი
- 1/2 გამხმარი წიწაკა ჩილი
- 1 კონა ოხრახუში
- ზეითუნის ზეთი შესაწვავად
- მარილი გემოვნებით
- დაჭერით სოკოები, გაწმინდეთ ნიორი და ნახევარი წიწაკა ჩილი.
- გააცხელეთ ტაფა და მოასხით ზეთი ისე, რომ მთელი ფსკერი დაიფაროს.
- მოათავსეთ ზეთზე წიწაკა და ნიორი, შეწვით 1 წუთში, რათა სანელებლებმა ზეთს მიანიჭონ გემო და არომატი.
- დაუმატეთ სოკო, მოურიეთ და მოაყარეთ მარილი გემოვნებით.
- მოამზადეთ დარბილებამდე. ამის შემდეგ დაუმატეთ ღვინო და ამზადეთ კიდევ 5 წუთით, რათა ალკოჰოლი აორთქლდეს.
- ამის შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და თუშეთ კიდევ 5 წუთით.