ეს მენიუს გამრავალფეროვნებისთვის იაფი და სასარგებლო საშუალებაა. Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ ჩაის სოკოს კულინარიაში გამოყენების 5 საშუალებაზე.
რითია სასარგებლო ჩაის სოკო
ჩაის სოკოს სხვადასხვა სამკურნალო თვისება აქვს: ანტიბაქტერიული, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო. ამასთან, მას შეუძლია სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირება და არტერიული წნევის დარეგულირება. ხალხურ მედიცინაში იგი დიდი ხანია გამოიყენება შარდის ბუშტის, კუჭის, თირკმლების, ღვიძლის დაავადებებისა და თავის ტკივილის დროს.
ეს იმით აიხსნება, რომ იგი შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას: ალკალოიდებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, გლიკოზოიდებს, არომატულ ნივთიერებებს, შაქარს, ძმარმჟავასა და სპირტს. ასე, რომ მოამზადეთ იგი კერძთან ერთად, რათა სამკურნალო თვისებები აღმოუჩინოთ ორგანიზმს.
ჩაის სოკო კულინარიაში
- სახლის ძმარი
საშინაო პირობებში ძმრის მოსამზადებლად ჩაის სოკოს უნდა დაასხათ ჩაი და შაქარი და გააჩეროთ 3 თვით. დროის გასვლის შემდეგ მიღებული ნაყენი უნდა ადუღოღ 1 საათით, გაწუროთ, გააგრილოთ და ჩაასხათ ბოთლებში. პიკანტური გემოსტის შეგიძლიათ ძმარს დაუმატოთ მდოგვის თესლი, 1 ს.კ. მარცვალი 1 ლ წყალზე. - სოუსი ხორცისთვის
შეგიძლიათ, მოამზადოთ არომატული სოუსი, რომელიც იდეალურად მოუხდება ხორციან კერძებს. დანაყეთ 100 გ ბერძნული თხილი, დაუმატეთ ნივრის 3 კბილი და რძეში ჩალბობილი 100 გ პური. დაუმატეთ 100 გ დამდნარი კარაქი, 1 ს.კ. ჩაის სოკოს ძმარი და მარილი. ყველაფერი შეურიეთ ერთმანეთს და მზადაა. - ოკროშკა
პურის ბურახის ან კეფირის ნაცვლად, ოკროშკას შეგიძლიათ დაუმატოთ 3 დღის ჩაის სოკოს ნაყენი. გამოვა სუპერსასარგებლო სუპი. - მარინადი მწვადისთვის
ჩაის ძმრის გამოყენებით, შეგიძლიათ ხორცი რბილი და არომატული გახადოთ. 1 კგ ხორცზე დაგჭირდებათ 1/3 მცენარეული ზეთი, 4 ს.კ. ჩაის ძმარი, მარილი და წიწაკა გემოვნებით. ყველა ინგრედიენტები შეურიეთ და გააჩერეთ ხორცი მარინადში 4 საათით. მწვადი ძალიან გემრიელი გამოვა. - პური
ჩაის სოკოს 3 დღის ნაყენზე შეგიძლიათ მოამზადოთ ხორბლის პური. შეურიეთ 150 მლ ჩაის ბურახი 150 გრ ხორბლის ფქვილსა და ჩ.კ. შაქარს ან თაფლს. გააჩერეთ თბილ ადგილას რამდენიმე საათით და გამოაცხვეთ ჩვეულებრივად.