» » » რატომაა აუცილებელი სოკოს დამატება რაციონში და რა სასარგებლო თვისებებს ფლობს იგი

რატომაა აუცილებელი სოკოს დამატება რაციონში და რა სასარგებლო თვისებებს ფლობს იგი

სოკო ტყის გულუხვი საჩუქარია, რომელიც ზაფხულსა და შემოდგომას გვიხალისებს. ესაა ტრადიციული ხორცისშემცვლელი, ცილისა და სხვა საკვები ნივთიერებების მაღალი შემცველობის წყალობით. სოკოს შეგროვება სახალისო აქტივობაა მთელი ოჯახისთვის.

რა თქმა უნდა, ტყის სოკოები აუცილებლად მაშინვე უნდა მოხარშოთ, წყალი კი სამჯერ გამოცვალოთ. მაღაზიის სოკო კი მსუბუქი თერმული დამუშავების შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ.

სოკოს სარგებელი
ცილის მაღალი შემცველობა
სოკოში ცილა უფრო მეტიც კია, ვიდრე ხორცში, ამასთან, მათში პრაქტიკულად არ მოიპოვება ცხიმი. ამიტომაც, სოკოს ხშირად უწოდებენ "ტყის ხორცს". ცილის მაქსიმალური ათვისებისთვის ისინი მცირე ნახშირწყლებს უნდა შეუთავსოთ, მაგალითად - ყავისფერ ბრინჯთან, ოღონდ, არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ ისინი ხორცთან ერთად!



სოკო - დიეტური პროდუქტი
სოკო საკმაოდ დაბალკალორიულია (100 გ - 22-30 კალ). ამასთან, იგი მარტივად გვანაყრებს, რაც საშუალებას გვაძლევს, გამოვიყენოთ სოკო განტვირთვის დღეებშიც. იმისათვის, რომ საჭმლის მონელების პრობლემები არ გქონდეთ, ნაჭერით ძალიან წვრილად ან გამოიყენეთ გამომშრალი სოკოსგან მომზადებული ნატურალური ფხვნილი.



ანტიოქსიდანტური თვისებები
სოკო დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებსა და ვიტამინ D-ს შეიცავს, რაც ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებასა და თმის მდგომარეობის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, მათი გამოყენება შეგიძლიათ ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის.



შაქრის დონის შემცირება
წერნაგი, მიქლიო და შამპინიონები აუცილებელია პირველი და მეორე ტიპის დიაბეტიკების რაციონში, ასევე, მათთვისაც, ვისაც ამ დაავადების მიმართ მემკვიდრული განწყობილება აქვს. ასევე, რაციონში უნდა ჩართოთ სოკო შიტაკი, რძის სოკოს სასმელი და ჩაგის ნაყენი. ეს სოკოები ამცირებს სისხლში შაქრის დონეს და გინარჩუნებთ მხედველობას.



იმუნიტეტის გაძლიერება
შიტაკი და მიქლიო იცავს ჩვენს ორგანიზმს ინფექციური დაავადებებისგან და აძლიერებს იმუნიტეტს. სხვათაშორის, მიქლიო სოკოს ერთადერთი სახეობაა, რომელიც რადიონუკლიდებს არ აგროვებს. პირიქით, იგი მათ ორგანიზმიდან დევნის.



აჯანსაღებს გულს
სოკოებში, განსაკუთრებით კი ბებერაში, დიდი რაოდენობითაა ვიტამინი PP, რომელიც გვეხმარება მიოკარდის გულის გაძლიერებაში. სოკოში რკინის მაღალი შემცველობის წყალობით, განსაკუთრებით კი წიწიბურასთან შეთავსებით, იგი გვეხმარება რკინის დეფიციტურ ანემიასთან ბრძოლაში.



კენჭები თირკმლებში
სოკოს მწნილი ძველი დროიდან ითვლება საუკეთესო საშუალებად თირკმლებში კენჭების გაჩენის პროფილატიკისთვის, მათ შორის, ებრძვის ურატსა და ოქსალატს. გვეხმარება ამ დაავადებასთან ბრძოლაში ჩაის სოკოსგან მომზადებული სასმელიც.



როგორც ხედავთ, სოკო უკიდურესად სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. რა თქმა უნდა, ისინი 6 წლამდე ბავშვებს არ უნდა ვაჭამოთ, უკეთესი იქნება, თუ 12 წლამდე მოზარდები და საღმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემების მქონე ადამიანებიც არ მიირთმევენ მათ, მაგრამ ყველა დანარჩენისთვის აუცილებელიც კია სოკოს რაციონში დამატება.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.