» » » კორნუელური ვაშლის ღვეზელი: სტუმრები მუდმივად მთხოვენ მის რეცეპტს

კორნუელური ვაშლის ღვეზელი: სტუმრები მუდმივად მთხოვენ მის რეცეპტს

კორნუელის საგრაფო ინგლისის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ წერტილშო მდებარეობს და მოიცავს თანამოსახელე ნახევარკუნძულსა და კუნძულს. ეს დასახლება - მეფე არტურისა და წმინდა გრაალის ლეგენდის მიწა, დრუიდებისა და კელტების, მეკობრეებისა და კონტრაბანდისტების ქვეყანაა.



კორნუელის მცხოვრებლებისთვის ნაციონალურ სიამაყედ ძველი დროიდან ითვლება ვაშლის ღვეზელები. მათი ცომი ოდნავ სველი, ჰაეროვანი, გვახსენებს სიროფით გაჟღენთილ ბისკვიტს.



ბევრი ფიქრობს, რომ კორნუელური ვაშლის ღვეზელი - ეს ჩვეულებრივი შარლოტაა. რეალურად, იგი სავსებით განსხვავდება ჩვეულებრივი ღვეზელისგან. რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, როგორ მოვამზადოთ ეს ზღაპრულად გემრიელი ტკბილეული მეფე არტურის სამშობლოდან.

ინგრედიენტები
  • 650 გ ვაშლი
  • 3 კვერცხი
  • 230 გ კარაქი
  • 125 მლ 25%-იანი არაჟანი
  • 1.6 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 2/3 შაქარი
  • 15 გ ვანილის შაქარი
  • მარილი გემოვნებით
  • შაქრის პუდრი (გემოვნებით)
მომზადება
  1. გაყავით კვერცხის გული და ცილა. ცილა შეინახეთ მაცივარში გასაცივებლად.
  2. ორთქლზე დაადნეთ კარაქი, შეურიეთ შაქარი და ვანილი.


  3. ჩაასხით კარაქში კვერცხის გულები და არაჟანი, მოურიეთ.
  4. ჩაყარეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მიიღეთ ერთგვაროვანი კონსისტენცია.


  5. მოაყარეთ მარილი გაციებულ ცილას და ათქვიფეთ ბეზეს მასის მსგავსად.
  6. დაუმატეთ ცომი ძირითად მასას და ნელა მოურიეთ. ცომი ძალიან ჰაეროვანი უნდა გამოვიდეს.


  7. საცხობი ფორმის ფსკერი 24 სმ დიამეტრით დაფარეთ პერგამენტის ქაღალდით, კუთხეებზე წაუსვით კარაქი.
  8. ჩაასხით ცომი ფორმაში. გათალეთ და გარეცხეთ ვაშლები. დაჭერით თხელ ნაჭრებად, მოათავსეთ ცომის მთელ ზედაპირზე.


  9. აცხვეთ ღვეზელი 180 გრადუსზე 40-45 წუთის მანძილზე. ღვეზელის მზაობა შეამოწმეთ ასანთის ღერით ან კბილის ჩხირით.
  10. ღვეზელს ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა.

კორნუელური ვაშლის ღვეზელი მზადაა. გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.