დღეს "რჩევების" რედაქცია ხაჭოს ნამცხვრის რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც ღუმელში უნდა გამოაცხოთ. ძალიან ნაზი დესერტი ყაყაჩოს თესლით, შოკოლადის ჭიქურით და ლიმონის ცედრით, მას ხალხში ამაყად სამეფო ნამცხვარს უწოდებენ.
ხაჭოს ნამცხვარი ღუმელში
ინგრედიენტები
- 110 გრ ფქვილი
- 120 გრ ყაყაჩოს თესლი
- 250 გრ შაქარი
- 700 გრ ხაჭო (ცხიმიანობა 5-9%)
- 50 გრ არაჟანი
- 40 გრ კარაქი
- 30 გრ სახამებელი
- 4 ქათმის კვერცხი
- 1 ს/კ კაკაოს ფხვნილი
- 1/3 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 2 ჩ/კ ლიმონის ცედრა
ინგრედიენტები ჭიქურისთვის
- 100 გრ რძიანი ან შავი შოკოლადი
- 3 ს/კ რძე
- 1 ს/კ კარაქი
მომზადება
1. ყაყაჩოს თესლი ქვაბში ჩაყარეთ, მდუღარე წყალი დაასხით და ცეცხლზე დადგით. აურიეთ, დაბალ ცეცხლზე 20 წუთით ადუღეთ.
2. ცალკე ჭურჭელში ფქვილი ჩაყარეთ, აქვე 2 ს/კ შაქარი, გამაფხვიერებელი და 1 ს/კ კაკაოს ფხვნილი დაუმატეთ. აურიეთ და 40 გრ კარაქი დაუმატეთ. კარგად არევის შემდეგ 3 ს/კ არაჟანი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ.
3. 20 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა აიღეთ. ძირს პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და თანაბარ ფენად ცომი მოათავსეთ. მიღებული ფენა ჩანგლით რამდენიმე ადგილას გახვრიტეთ.
4. ღუმელი 200 გრ-მდე გააცხელეთ. ფენის გამოსაცხობად 10 წუთით შედგით.
5. ყაყაჩოს თესლი გააგრილეთ და გადაწურეთ, რომ სისველე მოაშოროთ. 2 ს/კ შაქრის ფხვნილი დაუმატეთ და დააბლენდერეთ.
6. გაგრილებული ცომის ფენა ფორმიდან ამოიღეთ.
7. აიღეთ კვერცხი, გული და ცილა კარგად დააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ ქაფის მიღებამდე, ნელ-ნელა 100 გრ შაქარი დაუმატეთ. გახსოვდეთ, რომ კარგად ათქვეფილი ცილა არ ცილდება გადმობრუნებული კონტეინერიდანაც კი.
8. ყაყაჩოს შიგთავსს უკვე ათქვეფილი 2 ს/კ ცილა დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
9. კვერცხის გულს 100 გრ შაქარი დაუმატეთ, ცოტათი ათქვიფეთ და 700 გრ ხაჭო დაუმატეთ. ნარევი მიქსერით აურიეთ დაბალ სიჩქარეზე. სახამებელი, ლიმონის ცედრა და 40 გრ კარაქი დაუმატეთ.
10. ხაჭოს მასას მცირე პორციებით ადრე ათქვეფილი ცილა დაუმატეთ, კარგად აურიეთ. მიღებული ხაჭოს ნახევარი ნამცხვრის ფენას წაუსვით. ამასთან ისე უნდა წაუსვათ, რომ ცენტრში სიღრმე გაკეთდეს, დაახლოებით 1 სმ (ყაყაჩოს ფენისთვის).
11. ხაჭოს ფენაზე ზემოდან ადრე შაქართან ერთად დაბლენდერებული ყაყაჩოს ფხვნილი მოათავსეთ.
12. ზემოდან დარჩენილი ხაჭოს მასა დაუმატეთ. ფენა გაათანაბრეთ.
13. ნამცხვრის ფორმა 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შედგით და 60 წუთით გამოაცხვეთ. მიღებულ ნამცხვარს ფორმაშივე გაგრილების საშუალება მიეცით. გაგრილების დროს ოდნავ სიმაღლეში დაიწევს.
14. მოამზადეთ ჭიქურა. ამისთვის შოკოლადს რძე, 1 ს/კ კარაქი დაუმატეთ და წყლის ორთქლზე გაადნეთ.
15. მიღებული ჭიქურით ოდნავ გაგრილებული ნამცხვარი მორთეთ. როცა ჭიქურა გაგრილდება, ნამცხვარი მაცივარში 7-8 საათით შედგით.
16. ფორმა მოხსენით და ცალკე თეფშზე გადადგით. ნამდვილად სამეფო დესერტი უკვე მზად არის! გემრიელად მიირთვით!
ამ ხაჭოს დესერტს სამეფოს ტყუილად არ უწოდებენ. ის 5 წუთში არ მზადდება, მაგრამ ამ მადის აღმძვრელ დესერტზე ერთი შეხედვაც საკმარისია რომ მის მომზადებაზე დროის დახარჯვა გადაწყვიტოთ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სტუმრები თქვენი სამზარეულოს ნიჭით აღფრთოვანებული იქნებიან, თუ თქვენ მისთვის ასეთ გემრიელ შოკოლადის ხაჭოს ნამცხვარს მოუმზადებთ.
შესანიშნავი რეცეპტები მეგობრებს გაუზიარეთ და სტუმრად ხშირად დაპატიჟეთ, რომ თქვენი კულინარიული შედევრები გაასინჯოთ.