- ამ დაავადებისთვის იყენებენ ბუასილის სამკურნალო სანთლებს, რომლებიც სახლში კეთდება. ამისთვის ვიღებთ 100 გრამ ახალ კარაქს, ვადნობთ მას წყლის აბაზანაში, ვუმატებთ 3 სუფროს კოვზ დაქუცმაცებულ ბალახის ნარევს. ბალახის ნარევში შედის: ჩვეულებრივი სელი, ქერიფქლა, გვირილა (ყველა ერთნაირ პროპორციებში). ვათბობთ ორთქლზე რამდენიმე საათის განმავლობაში, მორევით. შემდეგ მას თბილად ვახვევთ და ვაყენებთ, სანამ მასა არ მიიღებს კარაქისათვის ჩვეულებრივ მდგომარეობას.
ახლა ამ მასას ისევ ვაცხელებთ წყლის აბაზანაზე და ვატარებთ მარლაში. დავამატოთ 10 გრამი სპეციალური ცვილი, თავიდან ვაცხელებთ დადნობამდე. ვასხამთ მიღებულ სითხეს ჭურჭელში, ვდებთ მაცივარში გასაციებლად. მიღებული მასიდან ვჭრით სანთლისებრ ფორმას. - ასეთივე სანთლები ბუასილის მკურნალობისთვის შეიძლება გავაკეთოთ სხვა შემადგენლობით. მასში შედის: ცხენისწაბლას ყვავილები, ქრისტესისხლას ბალახი. როგორც წინა რეცეპტებში ისინიც უნდა გამოვიყენოთ თანაბარი პროპორციებით.
ვიყენებთ შემდეგ ბალახეულობას: - გახვრეტილი კრაზანა - 2 სუფრის კოვზი
- ჩვეულებრივი ლემა - 3 სუფრის კოვზი
- სელი - 1 სუფრის კოვზი
- მუხის ქერქი - 1 სუფრის კოვზი
მომზადების წესი:
ვაქუცმაცებთ ინგრედიენტებს ფხვნილისებრ მასამდე და 5 სუფრის კოვზისთვის ვიღებთ 150 გრამ პატარ-პატარა ნაჭრებად დაჭრილ უმარილო ღორის ქონს. ყველაფერს ვურევთ ერთმანეთს ემალის ქვაბში და ვადნობთ, ვურევთ ხის კოვზით. შემდეგ ვაყენებთ 2 საათის განმავლობაში თბილ ადგილას, იმისათვის რომ ნარევი არ გაქვავდეს. შემდეგ ვასხამთ ჯამში და ვაციებთ მაცივარში. ამ მასისგან ვაკეთებთ სანთლებს.