ხშირად თვითმკურნალობა ეფექტურია, განსაკუთრებით თუ დაავადება არ არის ძალიან გამძაფრებული, მაგრამ თუ არაფერს არ მოიმოქმედებთ ბუასილი შეიძლება გახდეს მძიმე ქრონიკული დაავადება, მაშინ კი აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.
ბუასილის მკურნალობა ხახვის ფურცლით
ხალხურ მედიცინაში ბუასილის ხახვის ფურცლით მკურნალობის რამდენიმე რეცეპტი არსებობს.
რეცეპტი 1
საჭიროა ავიღოთ 3 მუჭა ხახვის ფურცელი და დავასხათ ადუღებული წყალი, შემდეგ დავაყენოთ იქამდე, სანამ წყალი კანს აღარ დაგვწვავს.
ამის შემდეგ აუცილებელია ჩავწვეთ აბაზანაში და ვიჯდეთ, სანამ წყალი გაციებას არ დაიწყებს. ასეთი აბაზანები უნდა მიიღოთ ყოველდღე, სანამ უკეთ არ გახდებით.
რეცეპტი 2
4 ს/კ ხახვის ფურცელს დავასხათ 2 ლ რძე. ვადუღოთ 10 წთ საშუალო ან ნელ ცეცხლზე. დავტოვოთ გასაციებლად. როდესაც ნაყენი სასურველ ტემპერატურას მიაღწევს, ის აუცილებლად უნდა გავფილტროთ და გადავასხათ არც ისე ღრმა ტაშტში. ჩავჯდეთ და მივიღოთ აბაზანა 10 წთ-ის განმავლობაში.
ბუასილის მკურნალობა ყინულით
დაბალი ტემპერატურა კარგ გავლენას ახდენს ბუასილზე. ყინულს შეუძლია შეაჩეროს სისხლდენა, გაანეიტრალოს ტკივილი, ხელი შეუშალოს დაავადების პროგრესირებას. ამ საქმეში აუცილებელია სიფრთხილე, რადგან ერთი არასწორი მოქმედება და შეიძლება ნაწლავებს მიაყენოთ ზიანი. სანთლების დამზადების დროს უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე წესი:
- თავდაპირველად უნდა გავაკეთოთ ქაღალდის მილი, შემდეგ ავავსოთ წყლით. შემდეგ საყინულეში ჩავდოთ. როდესაც წყალი გაიყინება აუცილებლად მოაშორეთ ქაღალდის ნარჩენები.
- სანთელი არ უნდა იყოს დიდი ზომის. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაიზიანოთ ნაწლავი.
- სანთლის წვერი მოვტეხოთ და დავამრგვალოთ, თორემ შეიძლება დავაზიანოთ ნაწლავი.
- თავდაპირველად სანთელი უნდა გეჭიროთ 30 წმ, შემდეგ კი ნელ-ნელა 100 წმ-მდე ახვიდეთ.