პროპოლისი არის ნატურალური ანტიბიოტიკი, ის თავიდან იცილებს სხვადასხვა ინფექციებს კვანძებში. პროპოლისი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ეს უქმნის დაბრკოლებას სისხლის შედედებას და ახალი კვანძების წარმოქმნას.
ხალხურ მედიცინაში არსებობს უამრავი რეცეპტი პროპოლისის დამატებით, რომლებითაც შეიძლება ბუასილის განკურნება. ეს შეიძლება იყოს სანთლები, კომპრესები, ოყნები და პროპოლისის შინაგანი მიღება.
სანთლის მომზადება:
რეცეპტი 1
საჭიროა ავიღოთ 80 გრ ვაზელინი, მისი შეცვლა შეიძლება ლანოლინით, ცვილით ან კაკაოს კარაქით. შემდეგ საჭიროა ვაზელინის დადნობა წყლის აბაზანის მეშვეობით და საგულდაგულოდ არევა 20 გრ პროპოლისთან, როდესაც მიღებული მასა გაცივდება, საჭიროა მისი ძაბრისებურ ფორმაში გადასხმა და მაცივარში გაციება. საჭიროა ყოველდღე სანთლის ჩადება სწორ ნაწლავში ძილის წინ, 10 დღის განმავლობაში.
რეცეპტი 2
საჭიროა წყალში პროპოლისის გახსნა და მისი ჩასხმა. ქაღალდის ძაბრისებრ ფორმებში, ამის შემდეგ მაცივარში ჩადება. სანთლის ჩადებამდე სწორ ნაწლავში, საჭიროა მისი ჩადება თბილ წყალში რამდენიმე წუთით. ასეთი სანთლებით მკურნალობა ასევე ეფექტურია იმიტომ, რომ მოქმედებს ბუასილზე სიცივითაც. ასეთი მანიპულაციის გაკეთება საჭიროა არანაკლებ 5 წუთისა, 10 დღის განმავლობაში.
- თუ პაციენტს აწუხებს შინაგანი ბუასილი, მაშინ კარგი ეფექტი გააჩნია ოყნით მკურნალობას. საჭიროა ავიღოთ 1 ჩაის კოვზი პროპოლისი და გავხსნათ ის 10%-იანი წყლის ექსტრაქტში, შემდეგ დავამატოთ მარწყვის ფოთლების ნახარში.
- მარწყვის ფოთლების ნაყენი მზადდება შემდეგნაირად - 1 კოვზ ფოთლებს დავასხათ მდუღარე წყალი, შემდეგ დავაყენოთ ნახევარი საათით. ასეთი ოყნის გაკეთება საჭიროა ძილის წინ, ავადმყოფობის ყველა სიმპტომის მოშორებამდე.