» » » ფეხისგულის და ფრჩხილის სოკოს მკურნალობა ხალხური რეცეპტებით

ფეხისგულის და ფრჩხილის სოკოს მკურნალობა ხალხური რეცეპტებით

რადგან, ფეხისგულის და ფრჩხილის სოკო ერთნაირია, მათი მკურნალობა არ განსხვავდება. მკურნალობის მთავარი პრინციპებია: ანთების მოხსნა, სოკოზე ზემოქმედება და დაზიანებულ ზონებში სისხლდენის დარეგულირება.

  • მძიმე შემთხვევის დროს, როდესაც წარმოიქმნება ეროზია, ნატკენები, წყლული რეკომენდებულია ფეხები დავიბანოთ პერმაგანატის აბაზანაში.

  • დაბანის დროს ფრთხილად მოიშორეთ დაქერცლილი კანი ფეხისგულებიდან. დაბანის შემდეგ ფეხები გაიმშრალეთ და "ტრიდერმის" მალამო წაისვით. ეს მალამო შეიცავს კარტიკოსტეროიდებს, რომლებიც ამცირებენ ანთებას,შეიცავენ ანტიბიოტიკებს. რომლებიც ბაქტერიებს ანადგურებენ.

  • კანის გასქელების დროს რეკომენდებულია მოვიშოროთ დაქერცლილი კანი - რათა წამლებს ჰქონდეთ კანზე მოქმედების საშუალება. კანის მოშორება 5-15 % - იანი ვაზელინის დახმარებით ხდება, რომელსაც დღეში 2-ჯერ ისმევენ. კანი ფრთხილად მოვიშოროთ პინცეტის დახმარებით.

კანის სოკოს მკურნალობა ხალხური მეთოდებით ძალიან დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. შედეგის მისაღებად რეცეპტს მკაცრად უნდა მიყვეთ. ხალხური მეთოდებით მკურნალობა არ შეიძლება თუ არ იცით რა დაავადებაა და რითაა გამოწვეული.

მკურნალობა ხალხური მეთოდებით:

რეცეპტი 1

ავიღოთ პიტნის ფოთლები, დავაქუცმაცოთ, დავუმატოთ ცოტაოდენი მარილი და შევურიოთ ფოთლებს. მიღებული მასა წავისვათ თითებს შორის. დავიტოვოთ ერთი საათით. ეს პროცედურა ჩავიტაროთ ყოველდღე, სანამ სოკო არ გაქრება.

რეცეპტი 2

ავიღოთ 10 გრამი იასამანის ყვავილები. დავასხათ 0,5 ჭიქა სპირტი. დავაყენოთ ბნელ, მშრალ და თბილ ადგილას ორი კვირით. ამის შემდეგ ნაყენი გავფილტროთ და წავისვათ დაზიანებულ ადგილას.

რეცეპტი 3

ავიღოთ ცოტაოდენი რძიანა და დავასხათ 3 ლიტრი მდუღარე წყალი. თავზე დავაფაროთ და დავაყენოთ 2 საათით.
ჭურჭელი პირსახოცში შევახვიოთ. შემდეგ ფეხები ჩაყავით მიღებულ მასაში 30 წუთით. შემდეგ მაკრატლით მოვიჭრათ დაზიანებული ზონები.

რეცეპტი 4

ავიღოთ ღორის ბირკის ფოთლები. დავჭყლიტოთ და გამოვწუროთ წვენი. ეს წვენი წავისვათ დაზიანებულ ადგილას ყოველდღე.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.