შესალებელია დარღვევები 2-3 დღის სახით, ეს ნორმალურია. თუ მეტია ეს უკვე პათოლოგიაა. ასევე მნიშვნელოვანია გამონადენის რაოდენობა და სუბიექტური თვითშეგრძნება ამ პერიოდში.
თუ შეამჩნიეთ მენსტრუაციის თვისებების შეცვლა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ეს შეიძლება რაიმე დაავავადების ნიშანი იყოს.
კვლევის თანახმად მენსტრუაციის წინა სინდრომი ასე თუ ისე აწუხებს ქალების 90%-ს. მას ახასიათებს ტკივილები და ცუდი შეგრძნებები.
არსებობს ამ პათოლოგიის წარმოქმნის ბევრი თეორია. ყველაზე გავრცელებულია, ჰორმონალური თეორია, რომლის თანახმად მიზეზი ესტროგენების და პროგესტერონის შეფარდების დარღვევაა. შესაძლებელია ეს სინდრომი ორგანიზმის რეაქციაა პროგესტერონის ზრდაზე.
არსებობს მოსაზრება, რომ დიდ როლს მენსტრუაციისწინა სინდრომის წარმოქმნაში თამაშობს ორგანიზმში პროლაქტიტის ზრდა თვიურის მეორე ფაზაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური დარღვევები.
ასევე მიზეზი შეიძლება იყოს ორგანიზმში B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა, განსაკუთრებით B6, ასვეე ვიტამინი A, კალციუმის და მაგნიუმის დეფიციტი ორგანიზმში.
ყველაზე გავრცელებული სიმპტომები მენსტრუაციისწინა სინდრომის დროს:
- ქალების 90 % ამჩნევს ხასიათის სწრაფ, ცხად გაღიზიანებას. მადის მომატებას და ტკბილეულის სურვილს.
- ქალების 60 % ამჩნევს წონის მომატებას, შეკრულობას და მეტეორიზმს. ასევე, ტკივილს მკერდის არეში.
- 30-40 % ამჩნევს თავბრუსხვევას, თავის ტკივილს.
- 20 % განიცდის დეპრესიას, აზრების არევას და მუცლის ტკივილებს.
ამ სინდრომის სიმპტომების მოშორებაში მოგვეხმარება ხალხური მედიცინა:
რეცეპტი 1
მოვამზადოთ ნარევი: ვალერიანის და ორსალამანის ფესვებისგან. 1 სფურის კოვზი დაქუცმაცებულ ნარევს დავასხათ 0,5 ლიტრი წყალი. ვადუღოთ ნელ ცეცხლზე და თავდახურული 30 წუთი. დავაყენოთ 1 საათი. დავლიოთ 1/2 ჭიქა საღამოს და ძილის წინ.
რეცეპტი 2
პიტნის, ბარამბოს და შავბალახასგან მოვამზადოთ ნაყენი: 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნარევს დავასხათ 0,5 ლიტრი წყალი. ვადუღოთ ნელ ცეცხლზე თავდახურული 20 წუთი. დავაყენოთ 40 წუთი. დავლიოთ 1/2 ჭიქა საღამოს და ძილის წინ. მკურნალობის კურსი 3-4 თვე.