პოდაგრა
ოსტეოქონდროზი
შარდ-კენჭოვანი დაავადებები
ნაღველ-კენჭოვანი დაავადებები
გარდა ამისა, წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევა ხელს უწყობს ჰიპერტონიის, თვალის ბროლის შემღვრევას (კატარაქტა) და სხვა დაავადებების განვითარებას.
მინერალური დისლბალანსის მაგალითია პოდაგრა. ამ დაავადებებით მამაკაცები იტანჯებიან (40 წელს გადაცილებული), რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ ცხიმიან ხორცს და ალკოჰოლს. (XIX საუკ. ექიმები მას "მდიდრების დაავადებას" უწოდებდნენ ).
ვითარდება ურატების სიჭარბისას, რომლის კრისტალებიც გროვდება სახსრებში, ხერხემალში, კუნთებში, შინაგან ორგანოებში და იწვევენ ხრტილების, ქსოვილების და ძვლების თანდათანობით დაშლას. რბილ ქსოვილებში დაგროვებისას წარმოქმნიან ე.წ. ტოფებს - პოდაგრულ კვანძებს.
არჩევენ პირველად და მეორად პოდაგრას. დაავადების დასაწყისი ყოველთვის მწვავეა. როგორც წესი, დაავადება თავდაპირველად მოიცავს ერთ სახსარს (უმეტესად ფეხის დიდ თითს). შეტევა ხასიათდება აუტანელი ტკივილებით, ტემპერატურის მკვეთრი აწევით, სახსრის შეწითლებით და შეშუპებით. რამოდენიმე დღის შემდეგ ანთება ჩაცხრება. შემდეგ შეტევები ხშირდება და დაზიანებული სახსრების რიცხვიც მატულობს. ვლინდება ცვლილებები თირკმელებში, მატულობს არტერიული წნევა.
სისტემატიური მკურნალობის გარეშე პოდაგრის განვითარებამ შესაძლებელია ავადმყოფი ინვალიდობამდე მიიყვანოს.
დიეტა პოდაგრის დროს დაავადების გამწვავების თავიდან აცილების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ავადმყოფს ენიშნება აგრეთვე ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები და ის ნივთიერებები, რომელიც ხელს უწყობენ ურატების გამოყოფას, ან ამცირებენ მის სინთეზს ორგანიზმში.
რემისიის პერიოდში ნაჩვენებია გიმნასტიკა, მასაჟი, ფიზიოთერაპია. წარმატებით გამოიყენება აგრეთვე ხალხური მედიცინის საშუალებებც - ჩაი, ნაყენი, გახურება. სწორად შერჩეული მცენარეთა ნაკრები ზოგჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე მედიკამენტები.