» » » დარიჩინის შინაური ნიღაბი სახის კანისთვის, ნაოჭებისთვის და პიგმენტური ლაქებისთვის.

დარიჩინის შინაური ნიღაბი სახის კანისთვის, ნაოჭებისთვის და პიგმენტური ლაქებისთვის.

გსურთ თქვენი კანი რაიმე ეგზოტიკურით გაანებივროთ? მაშინ ეს ნიღაბი თქვენთვის იდეალურია. ნიღაბი კანს კვებას და ვიტამინების ავსებს, ასევე ბევრ პრობლემას მოგიხსნით. ნაოჭები, პიგმენტები, - ყველაფერი გაქრება!

ალბათ უკვე მიხვდით, თუ რამდენად კარგია ეს ნიღაბი, სწორედ ამიტომ არ შევნელდებით და პირდაპირ საქმეზე გადავალთ. "რჩევების" რედაქცია გიამბობთ, როგორ მოიშოროთ ნაოჭები ნატურალურ ინგრედიენტებზე დაფუძნებული სახლში მომზადებული ნიღბით. 

დარიჩინის ნიღაბი

დარიჩინი - ქალების ნამდვილი აღმოჩენაა. მისი გამოყენება არა მხოლოდ კერძებში, არამედ კოსმეტოლოგიაშიც შეიძლება. დარიჩინს სახლის კოსმეტოლოგი თამამად შეიძლება ვუწოდოთ, რადგან ის მოკლე დროში სახეს გაწმენდს, ტონუსში მოიყვანს, სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს და წვრილ ნაოჭებს გააქრობს. დარიჩინის სასწაულმოქმედი თვისების საიდუმლო მის შემადგენლობაშია. 



დარიჩინი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომელთაც გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს. მასში შემავალი რეტინოლი დაზიანებულ კანს აღადგენს და უჯრედებში კოლაგენის სინთეზს ხელს უწყობს, ტიამინი კი ანთებას აქრობს და კანს ამშვიდებს. ფოლიუმის მჟავა კანის ჯანსაღ ფერს შესძენს. E ვიტამინი კი უჯრედებს განაახლებს და გაახალგაზრდავებს. 

დარიჩინი ქალებს სწორედ ამ თვისებების გამო შეუყვარდათ, ის სასწაულს ახდენს, სხვა კომპონენტებთან კომბინაციაში კი წარმოუდგენელი ეფექტი აქვს. ყველაზე უკეთ ერწყმის თაფლს, რომელიც კანზე დადებითად მოქმედ ბევრ თვისებას ფლობს. 

ყველაზე დიდი სკეპტიკოსებიც კი თაფლის სასარგებლო თვისებებს აღიარებს. ის როგორც მედიცინაში, ასევე კოსმეტოლოგიაში გამოიყენება. მისი დახმარებით კანის მთელი რიგი პრობლემების მოგვარება შეიძლება: ასაკობრივი ცვლილებები, გადაჭარბებული პიგმენტაცია, სიმშრალე და ჩამოშვებული კანი. პრობლემების სპექტრში, რომლის მოგვარებაშიც თაფლი დაგეხმარებათ, შედის აკნე და სხვა ანთებითი პროცესები. 



ახლა ამ სასწაულმოქმედი ნიღბის რეცეპტზე გადავიდეთ. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 ჩ/კ დარიჩინი და 2 ს/კ თაფლი. მომზადების წინ თაფლი გააცხელეთ, რომ ის ოდნავ თბილი იყოს. შემდეგ ინგრედიენტები კარგად აურიეთ, სახეზე წაისვით, თვალის ირგვლივ კანს მოერიდეთ და 15 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. 

ეფექტს უკვე მეორე გამოყენების შემდეგ დაინახავთ: ჯანსაღ ფერს და სიგლუვეს შეამჩნევთ. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, ნიღაბი რეგულარულად უნდა გაიკეთოთ. რა თქმა უნდა, ყოველ დღე არა, მაგრამ კვირაში ერთხელ ზუსტად. ერთ თვიანი კურსი წვრილ ნაოჭებს გააქრობს, კანს დაჭიმავს და ახალგაზრდობას დაუბრუნებს. 



ჩვენ ვიცით, რომ ბევრს თაფლზე ალერგია აქვს, სწორედ ამიტომ თაფლის გარეშე დარიჩინის ნიღბის კიდევ ერთ ვარიანტს გთავაზობთ. ამისთვის დაგჭირდებათ 2 ჩ/კ ავოკადოს რბილობი, 1 ჩ/კ კრემი, 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი და 1 ს/კ დარიჩინი. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ნიღაბი სახეზე 20-25 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ. 

გაჯერებული ცხიმებით დერმა ივსება, რაც ნაოჭებს საგრძნობლად შეამცირებს. ეს ნიღაბი თვალის ირგვლივ კანზეც შეგიძლიათ წაისვათ, რადგან მას რბილი მოქმედება აქვს. ყოველკვირეული გამოყენების შემთხვევაში შედეგს უკვე 1 თვეში დაინახავთ. 



თქვენ უკვე სცადეთ დარიჩინის ნიღაბი? შთაბეჭდილებები აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენტარებში!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.