» » » ტკბილი ბულგარული წიწაკის მწნილი 10 წუთში: გემრიელი დანამატი ნებისმიერი კერძისთვის

ტკბილი ბულგარული წიწაკის მწნილი 10 წუთში: გემრიელი დანამატი ნებისმიერი კერძისთვის

მართალია, რომ ზამთრისთვის მომზადება ზაფხულში უნდა დაიწყოთ. ზაფხული ის დროა, როცა უნდა მოამზადოთ მურაბები, კომპოტები, მწნილები.. ყოველთვის, როცა საუბარი ბულგარული წიწაკის საზამთროდ მომზადებაზე მიდის, მახსენდება მარტივი რეცეპტი. ნახევარი წიწაკების მწნილი იდეალურია ბუტერბროდებისთვის, სალათებისთვის, მწვადების ან უბრალოდ წახემსებისთვის.

Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ წიწაკა ზამთრისთვის. ეს რეცეპტი ძალიან მარტივი და სწრაფია.



ტკბილი წიწაკის მწნილი
ინგრედიენტები
  • 5 კგ ხორციანი ბულგარული წიწაკა
  • 2 ლ წყალი
  • 1.5 ჭიქა მცენარეული ზეთი
  • 7 ს.კ. 9%-იანი ძმარი
  • 1.5 ჭიქა შაქარი
  • 0.5 ჭიქა მარილი
  • ნიორი გემოვნებით
  • ოხრახუში გემოვნებით
  • შავი წიწაკის მარცვლები
მომზადება
  1. კარგად გარეცხეთ წიწაკა, გაჭერით შუაზე და მოაშორეთ გული და მარცვლები.


  2. მარინადისთვის დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი, მცენარეული ზეთი, დაუმატეთ მარილი, შაქარი, ძმარი და წიწაკის ბურთულები. აადუღეთ.

  3. წიწაკა ჩაყარეთ მდუღარე მარინადში, ხარშეთ ზუსტად 2 წუთით. დაუმატეთ ოხრახუში და დაჭყლეტილი ნიორი. აადუღეთ წიწაკა მარინადში - ეს დაახლოებით 1 წუთია.



  4. ჩაალაგეთ წიწაკა გასტერილებულ ქილებში, დაასხით მარინადი და მოხუფეთ ორთქლში გამოხარშული თავსახურებით. შეინახეთ ქილები გრილ და ბნელ ადგილას.


სურვილისმებრ, შეგიძლიათ მარინადს დაუმატოთ დაფნა და რამდენიმე ცხარე წიწაკა.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.