» » » ლავაშის შემწვარი ჩხირები: რეცეპტი მათთვის, ვისაც არასდროს ჰყოფნის დრო

ლავაშის შემწვარი ჩხირები: რეცეპტი მათთვის, ვისაც არასდროს ჰყოფნის დრო

ხრაშუნა, შემწვარი, არომატული ჩხირები ლავაშისგან ყველიანი შიგთავსით - ჩიფსებზე უფრო გემრიელი, შინ მომზადებული სასუსნავი. რეცეპტი იმდენად მარტივია, რომ შეგიძლიათ არც კი ჩაიწეროთ: ისევე სწრაფად დაგამახსოვრდებათ, როგორც მზადდება. პიკნიკისთვის, პურის ნაცვლად, სასუსნავად მთელი დღის მანძილზე, შინ მომზადებული ყველის ჩხირები აუცილებლად მოეწონება მას, ვისაც ხრაშუნა, მარილიანი და გემრიელი სასუსნავი უყვარს. დაგჭირდებათ 1 ლავაში, 1 თავი ყველი და ტაფა.



ყველიანი ლავაშის სასუსნავი რჩევების რედაქციისგან - ის რეცეპტია, რომელიც თქვენს კულინარიულ წიგნს აკლია. მზადდება სწრაფად, ინგრედიენტებიც ცოტაა.

ყველიანი ლავაშის ჩხირები
ინგრედიენტები
  • 1 დიდი და თხელი ლისტი ლავაში
  • 2 კვერცხი
  • 2 კბილი ნიორი
  • 150 გ ყველი
  • მწვანილი გემოვნებით
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • კარაქი შესაწვავად
მომზადება
  1. დახეხეთ ყველი მსხვილად ან დაჭერით ჩხირებად. დაჭყლიტეთ ნიორი, მწვანილი წვრილად დაჭერით და მოათავსეთ ერთ ჭურჭელში.


  2. ლავაში დაჭერით 10x12 სმ-ის ნაჭრებად.


  3. კვერცხი მოამარილეთ და კარგად ათქვიფეთ.


  4. დროა, ჩხირები მოამზადოთ: ლავაშის ნაჭრის ბოლოებზე მოათავსეთ ყველი, მოაყარეთ ნიორი და მწვანილი, შემდეგ ფრთხილად გაახვიეთ რულეტად.


  5. მიღებული რულეტები ამოავლეთ კვერცხში და შებრაწეთ კარაქში. მიირთვით ცხლად, არაჟანთან ან მაწონთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.