» » » 1000 და 1 კერძი ლავაშისგან პიკნიკისთვის სწრაფად გასაკეთებლად. როცა მწვადი ჯერ კიდევ მზად არაა, ხოლო მისი დაგემოვნება ყველას სურს

1000 და 1 კერძი ლავაშისგან პიკნიკისთვის სწრაფად გასაკეთებლად. როცა მწვადი ჯერ კიდევ მზად არაა, ხოლო მისი დაგემოვნება ყველას სურს

დედაჩემის შესანიშნავი დაქალი ჯულიეტა არმენოვნა, ეროვნებით სომეხი, ყოველთვის ამბობდა, რომ ლავაშიდან 1000-ზე მეტი კერძის მომზადება შეიძლება. და მე მისი მჯერა. ამ უნივერსალური პროდუქტისგან შეგიძლიათ მოამზადოთ მისაყოლებელი, გამოაცხოთ ან საერთოდ დესერტი გააკეთეთ. შიგთავსზე კი უსაზღვრო ფანტაზია შეიძლება გქონდეთ!

როცა სურნელოვანი მწვადი უკვე გრილზეა, ბოსტნეული და სოკო თავის რიგს ელოდება, დრო თითქოსდა ნელდება. ლოდინი - დასვენების ყველაზე უსიამოვნო ნაწილია. მშიერი მამაკაცის დამშვიდებას ლავაშში გახვეული ცხარე და წვნიანი ქათამი შეძლებს, ან ნებისმიერი სხვა მარტივი მისაყოლებელი ამ თხელ ფენაში გახვეული. 

"რჩევების" რედაქციამ თქვენთვის ამ თხელი ლავაშისგან გაკეთებული საკმარისი რაოდენობის შესანიშნავი კერძები შეაგროვა, რომლებიც დასვენების დროს იდეალური წასახემსებელი იქნება. დღეს გთავაზობთ საუკეთესო რეცეპტებს, რომ მომავალი დასვენებისთვის საფუძვლიანად მოემზადოთ! სტატიის ბოლოს კი ლავაშისგან დამზადებული ჩიფსების რეცეპტი ნახეთ. 



ლავაშისგან დამზადებული ყველა კერძი ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: ერთი შეიძლება მომზადებული მიირთვათ, მეორეს კი გაცხელება სჭირდება. 

წასახემსებელი ბოსტნეულის რულეტი



ინგრედიენტები

  • 3 თხელი ლავაშის ფურცელი

  • 200 გრ ყველი

  • 3 ახალი კიტრი

  • 300 გრ სტაფილო

  • 1 კონა სალათის ფურცლები

  • 1 კონა ოხრახუში

  • 400 გრ მაიონეზ ან სქელი არაჟანი

  • 2 ჩ/კ მდოგვი
     
  • 2 ჩ/კ თაფლი

  • 4 ს/კ კეტჩუპი

  • მარილი, პილპილი გემოვნებით


მომზადება

  1. პირველ რიგში სოუსი მოამზადეთ: მაიონეზი ან არაჟანი მდოგვს, თაფლს, კეტჩუპს, მარილის და სანელებლებს აურიეთ. 



  2. ლავაში საკვებ ცელოფნის პარკზე გაშალეთ (ასე უფრო მარტივი შესანახი იქნება) და თანაბარ ფენად ყველის მესამედი მოაყარეთ, ზემოდან ლავაშის მეორე ფენა დაადეთ. 

  3. მეორე ლავაშს სოუსის ნახევარი წაუსვით და ცოტა ოხრახუში და სალათი მოაყარეთ. 



  4. ოხრახუშის ზემოთ ლავაშის მესამე ფენა დაადეთ, რომელსაც ასევე სოუსი წაუსვით. ზემოდან დაჭრილი კიტრი და სტაფილო, როგორც კორეული კერძი ისე დახეხილი, მოაყარეთ.

  5. ლავაში რულეტივით დაახვიეთ ცელოფნის პარკის დახმარებით. დაჭერით პორციებად პიკნიკისთვის. 



რულეტი ქათმით



ინგრედიენტები

  • 3 ფოთოლი ლავაში

  • 1 ქათმის ფილე

  • 1 ნადნობი ყველი

  • 2 კვერცხი

  • 200 გრ მაიონეზი

  • 200 გრ სტაფილო კორეულად

  • ახალი მწვანილი



მომზადება

  1. ქათმის ფილე და კვერცხი მომზადებამდე მოხარშეთ. სტაფილო კორეულად წინასწარ უნდა გაამზადოთ და რულეტში მარინადისგან გამოწურული უნდა გამოიყენოთ. 

  2. პირველ ლავაშის ფენას გახეხილი ყველი მოაყარეთ. მეორე ფენა დაადეთ, წაუსვით მაიონეზი და ზემოდან წვრილად აწეწილი ქათამი და დაჭრილი კვერცხი მოაყარეთ. მესამე ფენა დააფარეთ, ზემოდან კი სტაფილო და მწვანილი. 



  3. რულეტი დააახვიეთ. თუ გსურთ, ფენებს შეგიძლიათ ადგილი შეუცვალოთ. 

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.