თვალები გაგირბით, ნერწყვი მოგდით, ხელები კი კულინარიული წიგნისკენ გაგირბით. რა თქმა უნდა, ყველას სურს რომ ნაკლებად მარილიანი კიტრი თვალის დახამხამებაში მომზადდეს და ამის გაკეთება შეიძლება თუ პატარა საიდუმლო გეცოდინებათ...
რაღაც 5 წუთი მომზადებისთვის და 24 საათი მარინადისთვის - და ვუალა, თქვენს მაგიდას როგორც მაღაზიიდან ნაყიდი ნაკლებად მარილიანი კიტრი დაამშვენებს. "რჩევების" რედაქციის ნაკლებად მარილიანი კიტრის რეცეპტი დიასახლისებს გაახარებს, რადგან მარტივად მზადდება და კიტრი ძალიან გემრიელი გამოდის.
სწრაფი ნაკლებად მარილიანი კიტრი
კიტრის მწნილის ბევრი რეცეპტი არსებობს, მაგრამ ყველაზე ღირებულია ის, რომელსაც ბევრი დრო არ მიაქვს. დამწნილების შემდეგ თუ გემოც შექების ღირსია, მაშინ ეს რეცეპტი კულინარიულ წიგნში აუცილებლად უნდა იყოს შესული. მხოლოდ 24 საათი მინერალურ წყალში და ხრაშუნა კიტრით ისიამოვნებთ. რეკომენდებულია დაამარილოთ პატარა, ახალი კიტრი მუქი კანით, უკეთესია - პირდაპირ ბაღიდან! ასე რომ, დავიწყოთ.
ინგრედიენტები
- 1 ლ მაღალ გაზირებული მინერალური წყალი
- 1 კგ ახალი კიტრი
- 3 ს/კ მარილი
- რამოდენიმე კამა
- 1 თავი ნიორი
ნაკლებად მარილიანი კიტრის მომზადების რეცეპტი მინერალურ წყალში ძალიან მარტივია. ბავშვიც კი გააკეთებს!
მომზადება
1. კიტრი კარგად გარეცხეთ და ბოლოები ორივე მხარეს მოაჭერით.
2. კამა გარეცხეთ, ნიორი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით.
3. ჭურჭლის ძირში თანაბრად ჩააწყვეთ ნახევარი კამა, ზემოდან მომზადებული კიტრი. დარჩენილი კიტრი და ნიორი კიტრის ზემოთ მოათავსეთ.
4. მინერალურ წყალში 3 ს/კ მარილში გახსენით, დაასხით კიტრს, ჭურჭელს თავზე დაახურეთ და მაცივარში 24 საათით შეინახეთ! დროის გასვლის შემდეგ კიტრი წარმოუდგენლად ხრაშუნა და გემრიელი იქნება!
5. ასეთი მისაყოლებელი კერძი აუცილებლად მაცივარში უნდა შეინახოთ, თუ ეჭვი მეპარება რამდენიმე საათში თუნდაც ერთი ცალი შესანახი დაგრჩეთ.
შეუძლებელია მოთმენა, სანამ არარეალურად გემრიელი კიტრი დამწნილდება. ნერწყვები მომდის! არომატული და ხრაშუნა ნაკლებად მარილიანი კიტრი საუკეთესო დანამატი იქნება შემწვარი და გამომცხვარი კარტოფილის, გააფორმებს საზაფხულო სალათს, მწვადზე ხომ საერთოდ! აუცილებლად მოამზადეთ!
ოდესმე გიცდიათ კიტრის დამწნილება? აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში.