თესლეულით მკურნალობის ეს უნუკალური მეთოდი მოწოდებულ იქნა 1988 წ. პროფესორ პაკ ჩჟე ვუს მიერ. სუ-ჯოკ მეთოდი ითვალისწინებს თესლის ფორმას, გემოს, მაგნიტურ პოლარულობას. ხდება თესლების დადება მტკივნეულ წერტილებზე, რომელთაგანაც თითოეული გარკვეულ ორგანოს შეესაბამება. სუ-ჯოკ თერაპიაში არ გამოიყენება შხამიანი მცენარეების თესლები, არც მექანიკურად დაზიანებული თესლი.
სუ-ჯოკ მეთოდისთვის გულდასმით ხდება თესლების ფორმების არჩევა. თესლი უნდა იმეორებდეს დაზიანებული ორგანოს ფორმას. მაგალითად, თვალები, თავი, სარძევე ჯირკვლები იკურნება მრგვალი ფორმის თესლებით - ბარდის, წიწაკის თესლით, ან ალუბლის კურკებით. თავის ტვინს მიესადაგება ნიგვზის გული, რომელიც შესახედად მოგვაგონებს ტვინის ნახევარსფეროებს. გულისთვის უნდა გამოვიყენოთ წიწიბურას ან ძახველის თესლი, თირკმელების და კუჭისთვის - ლობიოსი, ნაწლავებისათვის - შვრიის ან სხვა მარცვლეული კულტურის თესლი.
მომზადებული თესლები სააფთიაქო პლასტირის საშუალებით ფრთხილად მაგრდება სხეულის დაზიანებულ უბანზე, რომლის წინასწარ მასირება ხდება ხელის თითებით.
როცა პლასტირით დამაგრებული თელსების არეში აღინიშნება ქავილი ან ჩხვლეტა - ითვლება, რომ რეზულტატი მიღწეულია. პლასტირი 24 სთ-ის განმავლობაში უნდა გავიჩეროთ. პროცედურა დღეგამოშვებით შეიძლება გავიმეოროთ.
როგორც ნებისმიერი სამედიცინო ღონისძიება, სუ-ჯოკ-თერაპიაც ტარდება ექიმ პროფესიონალის მიერ. ავტორი გვთავაზობს საკუთარ თავზე გამოვცადოთ ამ მეთოდის თერაპიული ეფექტი ( მცენარეთა თესლების სწორად გამოყენების შემთხვევაში). ხელის გულზე ასანთის ღერით მოვნახოთ წერტილები, რომლებიც განსაზღვრავენ ორგანიზმის მდგომარეობას. თუ ასანთის ღერის შეხებისას ზოგიერთ წერტილში ტკივილი ვიგრძენით ე.ი. აქ უნდა დავიმაგროთ თესლები (წინასწარ ხდება აღმოჩენილი წერტილების მასირება).
იმ ადგილებში, სადაც თესლებია დამაგრებული, რეკომენდებულია თითების წრიული მოძრაობით ზეწოლა. ქავილის გაჩენა მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზმმა რეაგირება მოახდინა პროცედურაზე და დაიწყო თავისი ორგანოების და ორგანოთა სისტემის სრულფასოვანი აღდგენის პროცესი.
ზოგიერთ თესლს მხოლოდ განსაზღვრულ ორგანოზე აქვს თერაპიული ზემოქმედების უნარი. მაგალითად, ასკილი ზემოქმედებს ღვიძლზე, საზამთრო - თირკმელებზე, ბრინჯი - ბრონქებზე, ლიმონის თესლი - ტვინზე, კუნელი - გულზე.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თესლი იყოს ცოცხალი, ანუ ხელსაყრელ პირობებში მისგან მცენარე უნდა აღმოცენდეს. თესლი ხომ ცოცხალი სტრუქტურაა, რომლის შიგნითაც ძალიან ძლიერი სასიცოცხლო პოტენციალი იმალება.
ზემოთ აღწერილ სამკურნალო მცენარეების გარდა არსებობენ შხამიანი მცენარეები და მათი თესლები. შხამიანი სახეობები საკმაოდ ბევრია ბუნებაში, თითოეული მათგანის თესლს განსაკუთრებული თვისებები გააჩნიათ, მათ შორის სასარგებლოც. მათგან საწამლო ნედლეულის მომზადებისას გამოიყენება ის ნაწილები, რომელიც საჭირო კონცენტრაციით შეიცავს ამა თუ იმ სასარგებლო ნივთიერებებს. ასე მაგ: კონიო შხამიანი მცენარეა, მისი თესლებისგან მზადდება არყის ნაყენი (შეიცავს ალკალოიდებს, ეთერზეთებს) 1:10 შეფარდებით. ხალხურ მედიცინაში ეს ნაყენი გამოიყენება სიმსივნური დაავადებების, ეპილეფსიის სამკურნალოდ.
ლემას თესლი წარმატებით გამოიყენება ბრონქიტის, ასთმის, წითელი ქარის მკურნალობაში. მისგან მზადდება სპირტიანი ნაყენი და მიიღება გარკვეული სქემის მიხედვით. ასთმის დროს ლემას თესლს წვავენ და ავადმყოფი შეისუნთქავს მის კვამლს.
ლენცოფას თესლი შეიცავს გლიკოზიდ ჰიოსციპიკრინს, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია კრუნჩხვების თერაპიაში, ასევე სასუნთქი სისტემის და საჭმლის მომნელებელი ორგანოების მკურნალობაში.
ბელადონას თესლისგან ამზადებენ ზეთს, რომელიც შესანიშნავი ტკივილდამაყუჩებელი პრეპარატია რევმატიზმის, დაჟეჟილობის და ნიკრისის ქარის დროს.