» » » ექიმები გვაფრთხილებენ: "უბ-გამოკვლევა ფეხმძიმობის ადრეულ ვადაზე უსაფრთხო არაა!"

ექიმები გვაფრთხილებენ: "უბ-გამოკვლევა ფეხმძიმობის ადრეულ ვადაზე უსაფრთხო არაა!"

ქალბატონების მცირე ნაწილი თუ ფიქრობს იმაზე, შეიძლება თუ არა უბგ ფეხმძიმობის დროს. ბევრისთვის ეს პროცედურა უბრალო მოცემულობაა: ეს მოსახერხებელი, უმტკივნეულო და სწრაფი გამოკვლევაა, რომელიც იძლევა ფართო შედეგს და ითვლება უსაფრთხოდ. თუმცა, როგორც პრაქტიკულად, ნებისმიერი სამედიცინო პროცედურა, ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარებაც დაკავშირებულია კონკრეტულ რისკებთან, როგორებიცაა არასწორი დიაგნოსტიკა და შესაძლო უარყოფითი ზემოქმედება ნაყოფზე.

არ არსებობს არც ერთი დამტკიცებული ოფიციალური შემთხვევა ფეხმძიმესა და ბავშვზე უბგ-ს მიერ მიყენებული ზიანისა. მითუმეტეს, ულტრაბგერა - ეს ენერგიის ფორმაა, რომელიც მოქმედებს ქსოვილებზე, რომლებშიც გადის. ცნობილია, რომ ზოგიერთი ცხოველი ულტრაბგერას იარაღის სახით იყენებს: დელფინები მისი გამოყენებით აყრუვებენ თევზებს, ვეშაპები - კალმარებს და ა.შ. ამავდროულად, ემბრიონალური ულტრაბგერითი კვლევა გვარწმუნებს იმაში, რომ ბავშვი სწორად იზრდება და ვითარდება. რჩევების რედაქციამ გადაწყვიტა, გაერკვეს უბგ-ს რეპუტაციაში ფეხმძიმობასთან დაკკავშირებით.



შეიძლება თუ არა უბგ-ს ჩატარება
ყველა დედა ცდილობს, მოერიდოს ფეხმძიმობისა და მშობიარობის დროს ნებისმიერი სახის ჩარევას ორგანიზმში. თუმცა, იმის შესამოწმებლად, ყველაფერი მწყობრშია თუ არა ბავშვის ანატომიაში, ულტრაბგერითი გამოკვლევა - ოპტიმალური შესაძლებლობაა, მივიღოთ საჭირო ინფორმაცია. არსებობს უპირატესობების მთელი რიგი, რომელსაც უბგ იძლევა.

რას გვაძლევს უბგ ფეხმძიმობის დროს
  1. ფეხმძიმობისა და მშობიარობის დროის ზუსტი განსაზღვრა;
  2. საშვილოსნოსგარე ფეხმძიმობის ალბათობის გამორიცხვა;
  3. ბავშვის სქესისა და ნაყოფების რაოდენობის დადგენა;
  4. პათოლოგიების აღმოჩენა ნაყოფიერი კვერცხის ადრეულ ეტაპზე;
  5. ნაყოფის ზრდის სიჩქარის შეფასება;
  6. პლაცენტისა და ნაყოფის ირგვლივ სითხის გამოკვლევა;
  7. საშიში გენეტიკური დაავადებებისა და უხეში დარღვევების დიაგნოსტირება;
  8. გართულებების პროგნოზირება;
  9. საშვილოსნოში ნაყოფის პოზიციის დადგენა.
დიაგნოსტირების პროცესში მაღალსიხშირიანი ტალღები გადის დედის სხეულის ქსოვილებსა და ნაყოფის ირგვლივ სითხეს, ირეკლავს ბავშვის ჩონჩხსა და შინაგან ორგანოებს. სენსორი ითვლის ამ ტალღებს და გამოაქვს ეკრანზე. როგორც ზოგიერთი სწავლული ამტკიცებს, ამ დროს ნაყოფში ჩქარდება გულისცემა, იგი იწყებს მკვეთრად რეაგირებასა და მოძრაობას, ცდილობს, გამოსხივებისგან დაიცვას თავი.

ითვლება, რომ ულტრაბგერა ზრდის ქსოვილების ტემპერატურას 1.8-2.7 ფარენჰეიტით. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ულტრაბგერა, როგორც ჩვეულებრივი იმპულსური, ისე დოპლერისებრი(ტექნიკა, რომელიც გზავნის უწყვეტ ულტრაბგერით ტალღებს), ათბობს ქსოვილებს მაქსიმალურად დაშვებულ ტემპერატურამდე, განსაკუთრებით, ძვლების მონაკვეთში, როცა აპარატი ერთ ადგილას 2-3 წამზე მეტხანს ჩერდება.
საზოგადოება აღელდა, როცა გერმანულ გაზეთში Die Zeit გამოქვეყნდა იელის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევები. მათი შედეგები გვიჩვენებს ნაყოფის თავის ტვინის უჯრედებზე ნეგატიურ ზემოქმედებას.


სპეციალისტების ჯგუფი, რომელსაც სათავსეში ნეირობიოლოგი პასკო რაკიჩი ედგა, 3 დღის მანძილზე იკვლევდა ფეხმძიმე ვირთხებს ულტრაბგერითი გამოკვლევებით. ახალდაბადებულ ცხოველებს აღენიშნათ ტვინის ნეირონები მათთვის შეუსაბამო ადგილას - ნაცრისფერი ნივთიერების ღრმა ფენებში. ანუ, თავის ტვინის ქერქში ადგილის დაკავების ნაცვლად, ნეირონები უბრალოდ "დაიბნენ" და დაკარგეს ზოგიერთი ქიმიური თვისება "ნორმალური" ნეირონებისგან განსხვავებით. შედეგად წარმოიქმნა უჯრედების სრული მუტაცია დნმ-ის დეფორმაციის ჩათვლით, ისინი ვეღარ შეძლებენ ბუნებრივი ფუნქციის შესრულებას.

სხვა კვლევით დადგინდა, რომ ზრდასრულ თაგვებში, რომლებზეც ულტრაბგერის საკმარისი დოზა ჩატარდა, 22%-ით დაქვეითდა უჯრედების დაყოფის სიჩქარე. ასევე, ცხოველებში ორჯერ უფრო სწრაფად იღუპებოდა უჯრედი წვრილ ნაწლავში. აღმოჩნდა, რომ ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა იწვევს ფილტვების დაზიანებასა და ფოკალურ სისხლდენას სხვა ბალახისმჭამელი ცხოველების რამდენიმე სახეობაში.


ვაშინგტონის უნივერსიტეტის ახალ კვლევაში დადგინდა კავშირი იმ ვაჟების აუტიზმსა, რომელთა დედებიც პირველ ტრიმესტრში უბგ-ს გადიოდნენ, და დაავადების გამოვლინების სირთულეს შორის.

გასული საუკუნის 90-იან წლებში აღინიშნებოდა მუცლის მოშლის ან ნაადრევი მშობიარობის მაღალი რისკები. კვლევები 9000 ფეხმძიმე ქალზე ჩაატარეს, რომლებიც ორ ნაწილად დაიყო. ერთი ჯგუფი უბგ-ს საერთოდ არ გადიოდა, ფეხმძიმობაც გართულების გარეშე მიმდინარეობდა. მეორე ჯგუფში კი, რომელიც 16-20 კვირაზე იტარებდა უბგ-ს, ნაყოფის დაღუპვის 16 შემთხვევა დაფიქსირდა.


გარდა ამისა, უბგ-ს ექსპერტიზა ჩინეთიდან მიგვითითებს აუტიზმის განვითარების, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიულობის სინდრომის, საყვითლოს, გენეტიკური დარღვევების, საბავშვო კიბოსა და ალერგიის გაჩენის მაღალ რისკებზე. ჩვენ ვიცით, რომ დედის სხეულში ტემპერატურის მომატებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს თანდაყოლილი დეფექტები. თუ ტემპერატურა უბგ-ს გამო იმატებს, თუნდაც ლოკალურად, ბავშვი, შედეგად, შესაძლოა, განვითარებაში შეფერხებებს გადააწყდეს.


მიუხედავად ლაბორატორიული კვლევების შედეგებისა, რომლებმაც უბგ-ს საფრთხისშემცველობა დაადგინა, არაა დამტკიცებული კავშირი ფეხმძიმობის დროს უბგ-ს ზემოქმედებასა და ნაყოფის უსახურობას შორის. ინფორმაციის უკმარისობა დაკავშირებულია იმასთან, რომ უბ-ს ზემოქმედების გამოკვლევა ადამიანზე დასავლეთის ქვეყნებში არ ხალისდება და, ფაქტობრივად, აკრძალულიც კია, ვინაიდან არაეთიკურად ითვლება.


ექიმები ამტკიცებენ, რომ მიღებული ინფორმაცია არაა საკმარისი უბგ-ს ან სავსებით უსაფრთხოდ, ან საშიშ პროცედურად მიჩნევისთვის.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.