» » » კიბო და კომბოსტო - აი, რატომაა ეს ორი ცნება განუყოფელი

კიბო და კომბოსტო - აი, რატომაა ეს ორი ცნება განუყოფელი

ყველამ იცის, რომ კომბოსტო ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა, რადგან იგი უამრავ ვიტამინსა და მიკროელემენტს შეიცავს. მისი სარგებელი კი ამაზე ნამდვილად არ ჩერდება. ზოგიერთი მეცნიერული კვლევის მიხედვით, კომბოსტოს შუძლია ჩვენი ორგანიზმის კიბოსგან დაცვა. კვლევას საფუძვლად დაედო ე.წ. პოლონური პარადოქსი.

პარადოქსის არსი(არაოფიციალური წყაროების მიხედვით) იმაში მდგომარეობს, რომ პოლონეთში მკერდის სიმსივნის შემთხვევები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე აშშ-ში. აი აშშ-ში გადასვლის შემდეგ კი პოლონელები ამ სტატისტიკაში ხვდებიან ისევე, როგორც ადგილობრივები. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ პოლონეთში მიირთმევენ კომბოსტოს მწნილს, აშშ-ში კი ამ პროდუქტის გაყიდვა აკრძალულია.

ოფიციალური პუბლიკაციები ამ თემასთან დაკავშირებით არ არსებობს, ამიტომაც არ ვიცით, ვენდოთ თუ არა. აი კომბოსტოს სასარგებლო თვისებებს კი ნამდვილად ვერ უარვყოფთ. Rchevebi.com-ის რედაქციამ გადაწყვიტა გაეგო, თუ რატომ თვლიან კომბოსტოს კიბოს საწინააღმდეგო ბოსტნეულად და სხვა რა სარგებელი მოაქვს ჩვენი ორგანიზმისთვის.

კომბოსტოს სარგებელი ორგანიზმისთვის
კომბოსტო ძლიერი პროდუქტია. მისი ფურცელი შეიცავს გლუკოზინოლატებს, რომლებიც დაგეხმარებათ თირკმელში ტოქსიკური ნაერთების გაუვნებელყოფასა და ავთვისებიანი უჯრედების ბლოკირებაში. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ კომბოსტოს შეუძლია ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების აღკვეთა, მათ შორის, მკერდის კიბოსი.

მკერდის კიბოს გარდა, კომბოსტო ხელს უშლის ფილტვების, შარდის ბუშტის, მსხვილი ნაწლავისა და სხვა ბევრი ორგანოს კიბოს გაჩენას. მისი კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი უნივერსალურია. გარდა ამისა, კომბოსტო დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე. ჰელიკობაქტერიების შემცირების გზით, კომბოსტო იცავს კუჭს წყლულისა და კიბოსგან. ასევე, იგი იერთებს ნაღველმჟავას კუჭში და გამოაქვს.



ამ ყველაფერთან ერთად, უნდა ვახსენოთ კომბოსტოში არსებული ვიტამინები და მინერალები წარმოუდგენელი რაოდენობით. 100 გრ კომბოსტოში ვიტამინების K და C დღიური ნორმა, დიდი რაოდენობით ფოლიუმის მჟავა და უმნიშვნელოვანესი ომეგა-3ის მჟავები შედის.

ყველა ეს კომპონენტი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე და ქმნის დამცავ ეფექტს მეორე ტიპის დიაბეტის წინააღმდეგ. ტუტოვანი მარილის დიდი რაოდენობით ქონის წყალობით, კომბოსტო ატუტოვნებს სისხლს, ამ შემთხვევაში კი გლუკოზა იღებს შესაძლებლობას, ორგანიზმის მიერ ათვისებულ იქნას ინსულინის მონაწილეობის გარეშე.



მაგრამ მაინც რომელი კომბოსტო უნდა მივირთვათ და რა სახიტ? მიღებული ინფორმაციის შემდეგ გეტყვით, რომ უნდა მიირთვათ ნებისმიერი კომბოსტო ნებისმიერი სახით. უამრავი კვლევა ჩაუტარდა ბროკოლის, რომლებმაც დაამტკიცა, რომ კომბოსტოს ეს სახეობა წარმოუდგენლად სასარგებლოა.

არანაკლები სარგებლი მოაქვს ჩვენი ორგანიზმისთვის ჩვეულებრივ თეთრ კომბოსტოს, რადგან ისიც საკმაო რაოდენობის სასარგებლო კომპონენტს შეიცავს. უბრალოდ შეარჩიეთ კომბოსტოს სახეობა გემოვნებით და მიირთვით ნებისიმერი სახით. ოღონდ გახსოვდეთ, რომ თერმული დამუშავება ამცირებს ვიტამინების რაოდენობას პროდუქტში.



ცალკეულ ყურადღებას იმსახურებს "პოლონური პარადოქსის გმირი" კომბოსტო. ეს უბრალოდ მარილიანი კი არა, დამჟავებული პროდუქტია, რომელშიც ახალი ქიმიური კომპონენტები ჩნდება. სწორედ ისინი აღმოგვიჩენს ანტიბაქტერიულ და ანტიკანცერულ ეფექტს. ეს ნაერთები ხელს უშლის უჯრედების ჭარბად გაჩენას და ანადგურებს კანცეროგენებს. ასე, რომ კომბოსტოს მწნილის სარგებელი ჯანმრთელობისთვის ძალიან დიდია, ეს კი ტრადიციული მედიცინითაა დამტკიცებული.

კომბოსტოს მწნილის წვენი სისხლში შაქრის დონეს ამცირებს, ამასთან, იგი სასარგებლოა ნაწლავების ფუნქციონირებისთვისაც, გამოდევნის ორგანიზმიდან "მავნე" ქოლესტერინს. სასარგებლო თვისება უამრავია, ამიტომაც, აუცილებლად მოიმარაგეთ საზამთროთ კომბოსტოს მწნილი.



კონბოსტო ჩვენთვის ბუნების საჩუქარია. ვიმედოვნებ, რომ ამ ყველაფრის გაგების შემდეგ კომბოსტოს კვირაში რამდენჯერმე მაინც მიირთმევთ, საუკეთესო შედეგისთვის კი მიირთვით იგი ყოველდღე. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი სახის კომბოსტო დაგიცავთ სიმსივნის, შაქრიანი დიაბეტისა და სხვა დაავადებისგან.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.